Image

„მთელი თბილისი მირეკავს, ყველასგან ვღებულობ მილოცვებს...“ - ლეილა აბაშიძის მოულოდნელი აღიარება

image
loading...

თბილისი იყო, არის და იქნება ყველაზე საყვარელი ქალაქი ჩემთვის. აქ დავიბადე და აქ მოვკვდები.
​ზოგი კრიტიკულად არის განწყობილი თანამედროვე თბილისის მიმართ, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს. ბევრი ლამაზი შენობა შენდება, მაგრამ სიძველეებიც მიყვარს. თბილისის ძველი უბნები და თანამედრვე ქალაქი, ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად არის შეზავებული.
დაუვიწყარია ძველი თბილისი ყველას მოგონებებში და კიდევ კარგი, რომ ბევრი ძველი უბნის რესტავრაცია მიმდინარეობს და ძველი თბილისი თბილისელებს უბრუნდება.
ძალიან გადატვირთულია თბილისის ქუჩები ავტომობილებით. ვინც უცხოეთში მოგზაურობს, იმათ განსაკუთრებით კარგად იციან, რომ ამდენი ავტომობილი ქალაქის ცენტრში არსად არის. ალბათ, მიიღებენ რაღაც ზომებს და ცენტრალურ ქუჩებს მაინც გაათავისუფლებენ საცობებისგან.
მე ვაკეში ვცხოვრობ. ჩემის აზრით, ქალაქის ეს უბანი უკეთესობისკენ იცვლება.
ჩემი ერთ-ერთი ფილმი “აბეზარა” თბილისშია გადაღებული, მდინარე მტკვრის სანაპიროზე მაშინ, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შენდებოდა. ფილმში სწორედ ეს მომენტია ასახული. მაშინ თბილისის ფართო ქუჩებში კანტი -კუნტად დადიოდა ტრანსპორტი, მე საჭესთან ვიჯექი და თავისუფლად მივქროდი და მოვქროდი. ავტომობილის მართვა მანამდე არ ვიცოდი, სპეციალურად აბეზარას როლისთვის ვისწავლე. იმის მერე შევისყიდეთ მე და ჩემმა მეუღლემ ის ავტომობილი “პობედა”, რომელიც ფილმშია გადაღებული. ცოტა ხანს ვიყენებდით, მერე აღარ გვიხმარია.
ძალიან მიყვარდა თბილისის ქუჩებში გავლა. მიყვარს ​საღამოს თბილისი. სამწუხაროდ უკვე აღარ შემიძლია, ავად ვარ და აქტიურად ვეღარ დავდივარ.
​დაბადების დღეს, ყოველთვის ძალიან შინაურულად აღვნიშნავ. ამ დღეს მთელი თბილისი მირეკავს, ყველასგან ვღებულობ მილოცვებს. იუბილეს წელს არ ვიხდი. სიმართლე გითხრათ, ბევრი ყოფილა 88 წელი, ძალიან ბევრი.
​სოციალურ ქსელში, თურმე, ჩემი უამრავი ფოტო ვრცელდება. კარგი ფოტოები მაინც თუ არის?
მინდა ყველა იუბილარს მივულოცო დაბადების დღე, ვინც ამ დღეს არის დაბადებული, იბედნიერონ, იხარონ თავიანთი ოჯახებით. სრულიად საქართველოს ვუსურვებ სულის სიმტკიცეს, მხნეობას და ბედნიერ მომავალს.

dle
loading...
2-08-2017, 18:46
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები