Image

საბედისწერო მთვარის დაბნელება - როგორ უნდა გაატარონ ზოდიაქოს ნიშნებმა 7 აგვისტო, რომ იღბალი მიიზიდონ!!

image
loading...

მთვარის დაბნელებას, რომელიც 2017 წლის 7 აგვისტოს იქნება, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც ასტრონომები, ისე ასტროლოგები.

ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, ის, თუ როგორ გავატარებთ მთვარის დაბნელების პერიოდს, გავლენას მოახდენს ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე.

მთავარის დაბნელება 7 აგვისტოს თბილისის დროით 22:20 საათზე მოხდება და 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება.



7 აგვისტოს არ არის რეკომენდებული შემდეგი რაღაცების გაკეთება:

მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა, მაგალითად, სტადიონზე ან წვეულებაზე ყოფნა;

სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, მაგალითად, კაპიტალდაბანდებების ან სხვა ფინანსური ოპერაციების;

მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება (უძრავი ქონება, ავტოტრანსპორტი, ტექნიკა და ა.შ)

მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა.

ასტროლოგების ნაწილი ასევე რეკომენდაციას იძლევა, რომ ამ დღეს არ დავსხდეთ საჭესთან თუ აუცილებლობა არ არსებობს, ამ შემთხვევაშიც ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს გვირჩევენ.



როგორ გავლენას მოახდენს მთვარის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე:



ვერძი: მთელი დღის განმავლობაში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რომელიც პიკს საღამოს საათებში მიაღწევს. მთავარის დაბნელების მოახლოვებასთან ერთად ჩანაფიქრების განხორციელების შანსი მატულობს, როგორი თამამიც არ უნდა იყოს ისინი. ასტროლოგები ურჩევენ ვერძებს არ იზარმაცონ და იარონ მიზნისკენ. 7 აგვისტო ვერძებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა.



კურო: კუროებს მართებთ, მოერიდონ კონფლიქტებს. საქმე იმაშია, რომ მთვარის დაბნელება მათ უბიძგებს ,,საქმეების გარჩევისკენ.“ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს მოუნდებათ სამართლიანობის მიღწევა ნებისმიერი გზით. მატულობს მათი ემოციური ფონიც, მაშინ, როცა კუროებს ემოციების გამოხატვა არ ახასიათებთ. ამ დღეს მათ არ ეყოფათ ძალა, რომ ემოციები დამალონ. მთელმა ტკივილმა, რომელიც მათშია დაგროვილი, შესაძლოა, ისე ამოხეთქოს, როგორც ლავამ ვულკანის კრატერიდან.

რჩევა: ეცადეთ, დამალოთ ემოციები, რადგან ეს არცთუ ისე კარგი დროა, საქმეების გასარჩევად, თუ ამას ვერ ახერხებთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მარტო დარჩეთ ამ პერიოდში.



ტყუპები: ამ დღეს მათ გაუჭირდებათ ბოლომდე მიხვდენ, თუ რა სურთ, მაგრამ... ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბება უბრალოდ აუცილებელია! ტყუპებისთვის მნიშვნელოვანი ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტირება და სულ ერთია, რითი დაკავდებით - სახლის დალაგებით თუ საქმიანი კონტაქტების მოწესრიგებით. მთავარია, რომ 7 აგვისტოს მთელი ენერგია მიმართოთ ერთი ამორჩეული საქმისკენ.



კირჩხიბი: მთავარის დაბნელების დროს კირჩხიბებს უფრო მეტად უმძაფრდებათ ისედაც განვითარებული ინტუიცია. ამ დღეს ბევრ მინიშნებას მიიღებთ, მთავარია, სწორად გაიგოთ ეს მინიშნებები. წინათგრძნობა საშუალებას მოგცემთ არ ჩაიდინოთ სისულელე, რადგან ამ დღეს სამსახურსა თუ სახლში კონფლიქტების რისკი დიდია.



ლომი: ლომები თავს ბედნიერად იგრძნობენ და ეს ბედნიერების განცდა მათ გონებას და მთელ არსებას მოიცავს. ეცადეთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ მშვიდ გარემოში, იქნება ეს სახლი, კინოთეატრი თუ კაფე. ეს დღეა კარგია, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დალაგებისთვის.



ქალწული: ნევროზულობა, საკუთარი თავის კრიტიკა და გაღიზიანებადობა - სწორედ ეს დაემართებათ ქალწულებს მთვარის დაბნელების წინ. შუაღამის მოახლოვებასთან ერთად კი, ემოციური ფონი ნელ-ნელა დალაგდება. ამ დროს არსებობს ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტის და გაუგებრობის ალბათობა. ეცადეთ, მოერიდოთ კონფლიქტს და თუ რამე გაქვთ გასარკვევი, მომდევნო დღისთვის გადადოთ.



სასწორი: მთელი დღის განმავლობაში ისინი რომანტიულ ტალღაზე იქნებიან. მარტოხელა სასწორებს აქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ სასიამოვნო პიროვნება გაიცნონ, რომელიც მეუღლის კანდიდატაც შეიძლება განიხილონ. ის სასწორები კი, რომლებიც ქორწინებაში არიან, სრულ ჰარმონიას იპოვიან მეორე ნახევართან.



მორიელი: მთვარის დაბნელება ძლიერ გავლენას მოახდენს მორიელებზე. ისინი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდებიან. იდეები და სურვილები იმდენად ბევრი ექნებათ, რომ გაუჭირდებათ იმის გარკვევა, რა უფრო მნიშვნელოვანია. ამ დროს დაგეხმარებათ ინტუიცია; მიყევით სწორედ მას. გახსოვდეთ, ნებისმიერი საქმე, რომელსაც ამ დღეს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთებთ, არაფერს კარგს არ მოგიტანთ.



მშვილდოსანი: ამ დღეს თავს იჩენს ქრონიკული დაღლილობა. უმჯობესია, დრო დასვენებისა და მომავლის დაგეგმვაში გაატაროთ. მნიშვნელოვანია, სამომავლო გეგმებზე გააკეთოთ ორიენტირი, რათა შემდგომ ადვილად მიაღწიოთ ამ მიზნებს.



თხის რქა: თხის რქებს გაუჩნდებათ განცდა, რომ შეუძლიათ ყველა პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარება. ბევრ მათგანს ეს მართლაც გამოუვა. მათ პროფესიული ყნოსვა გაუმძაფრდებათ და საქმეზე იქნებიან კონცენტირებულნი. თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ბევრი ადამიანი 7 აგვისტოს შემდეგ კარიერაში ახალ ეტაპზე გადავა.



მერწყული: მთელი დღის განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლების სურვილი გექნებათ. ამ საქმეში წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც სწორი მიმართულებით წავა. პრობლემად შეიძლება იქცეს საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომლებიც უდროო დროს იჩენენ თავს. მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, პრობლემების გადაწყვეტა მომდევნო დღისთვის გადადეთ.



თევზები: თევზები მთვარის დაბნელების დროს მოდუნდებიან. ამის გამო, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ცოტა გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა. თევზებმა სიზარმაცე უნდა დაძლიონ, რათა საქმეზე კონცენტრირება შეძლონ.

მოამზადა ნუკა უკლებამ
mediamall.ge
dle

Загрузка...
loading...
2-08-2017, 16:48
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები