Image

35 წლის კაცმა, საცოლეს მისი წარსულის შესახებ სიმართლე რომ არ გაეგო, დედა და ძმები მოკლა

image
loading...

35 წლის ტორონტოელმა ბრედ რაინმა დედა და ორი ძმა იარაღიდან გასროლით მოკლა, მესამე ძმა სიკვდილს მოულოდნელად გადაურჩა.

მკვლელობის მიზეზი, ბრედის დედის განზრახვა გახდა, რომ მომავალი რძლისთვის შვილის უმუშევრობის შესახებ მოეყოლა. როგორც გაირკვა ოჯახის წევრების მკვლელობა ბრედისთვის პირველი არ ყოფილა. ბრედ რაიანი ადრე ბანკზე თავდასხმისთვის იყო ნასამართლევი.

ბრაინმა საცოლეს მისი ცხოვრების განსხვავებული ისტორია მოუყვა, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებასა და ახლო მომავალში წარმატებულად დასაქმებას გულისხმობდა. დედა შვილს სთხოვდა საცოლესთვის სიმართლე ეთქვა და ამ შემთხვევაში მას ფულითაც დაეხმარებოდა.

თუმცა ბრედი დედას არ დაეთანხმა. მას ეშინოდა, რომ საცოლე სიმართლის გაგების შემთხვევაში მას ტყუილს არ აპატიებდა. ამ თემაზე დედა-შვილს შორის მორიგი საუბრის შემდეგ ბრედ რაინმა დედა იარაღიდან გასროლით მოკლა. რამდენიმე წუთში კი ხმაურზე მოსულ ძმებსაც ესროლა. ორი ძმა ადგილზევე გარდაიცვალა, მესამე ძმამ კი თავს გაქცევით უშველა. სწორედ მან გამოძახა პოლიცია.

სასამართლომ რაიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

dle
loading...
1-08-2017, 18:11
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები