Image

„ყვითელ მიკროავტობუსში უცნაურ ამბავს­ შევესწარი... მძღოლმა ჯიბიდან წითელი რაღაც ამოიღო და გოგოს გაუწოდა...“

image
loading...

2 დღის წინ გლდანში, ყვითელ მიკროავტობუსში უცნაურ ამბავს­ შევესწარი:
მძღოლმა ჯიბიდან წითელი, გულის ფორმის ხავერდის კოლოფი ამოიღო და გაჩერებაზე ჩასასვლელად მომზადებულ გოგონას თავისი შვილის სახელით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა­ გოგონამ­ ჯერ მგზავრებს გამოგვხედა, შემ­დეგ მძღოლს შეხედა და ის იყო, ჩასვლა დააპირა, რომ მიკროავტობუსში 21-ოდე წლის ბიჭი ამოვიდა, მძღოლს წითელი კოლ­ოფი გამოართვა და იმავე კითხვით გოგონას მიმართა. დაბნეულმა ქერათმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და მის წინ დაჩოქილ ყმაწვილს გადაეხვია. ახალგაზრდები ტაშითა და შეძახილებით ჩავაცილეთ მიკროავტობუსიდან. სამამამთილომ კი გვითხრა - „ჩემს ერთადერთ ვაჟს პირველი კლასიდან უყვარს თანაკლასელიო. მერე გაიღიმა და - დღეს ყველას უფასოდ გემსახურებითო.“

ამ შემთხვევამ ძველი დრო გამახსენა, ოჯახები გარიგებით ან მოტაცებით, უსიყ­ვარულოდ რომ იქმნებოდა. დღეს, საბედნ­იეროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა მეუღლეს თავისი სურვილით ირჩევს.­ dle

Загрузка...
loading...
31-07-2017, 16:02
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები