Image

მორიგი სკანდალი: "ჩემი მომავალი ქმარი..." - დეა ადამია დუბაის პრინცზე თხოვდება

image
loading...

"ჯეო-ბარის" გამარჯვებული დეა ადამია გასულ კვირას კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. სკანდალურმა სახემ დუბაიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მეგაპოლისისთვის არის დაბადებული.

ვიდეო წამში გახდა პოპულარული და სოციალურ ქსელში უამრავი გაზიარება მოჰყვა. დეას როგორც ჩანს პოპულარობა მოენატრა და მას შემდეგ უამრავი ვიდეო ატვირთა და ბევრი სალანძღავი კომენტარიც დაიმსახურა.

რამდენიმე საათის წინ დუბაის პრინცის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით - „ჩემი მომავალი ქმარი...“

როგორც ჩანს, კოლხი მედეა (როგორც თავად უწოდებს თავს) აღარ ხუმრობს და გათხოვებას მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს სასიძოზე აპირებს.
არაბთა გაერთიანებული საემიროს პრინცი, ჰემდან ბინ მუჰამედ ალ მაკტუმი, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

მას ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ბევრი გოგონასთვის საოცნებო იყოს. როგორც ჩანს, დეაც ამიტომ დაინტერესდა.

გარდა იმისა, რომ ჰემდან ბინ მუჰამედ ალ მაკტუმი პრინცია და მისი ქონება მილიონობით დოლარს ითვლის, ის საკმაოდ სიმპატიურიც გახლავთ.

ამასთან, ის ცდილობს დიდად გამორჩეული არ იყოს და ისე იცხოვროს, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ.

ქუჩებში ველოსიპედით სეირნობს, თამაშობს კალათბურთს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი ეტლით, იღებს სისხლს სხვების გადასარჩენად.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
30-07-2017, 21:01
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები