Image

"გუშინ მეტროში ჩემ გვერდით პუტკუნა გოგო დაჯდა, მობილურით დარკვა დაიწყო და თავის დაქალთან ტრაბახი, უნდოდა რომ მე..." :O

image
loading...

გუშინ ძაან ბევრი ვიცინე და ახლაც რომ მახსენდება ისტერიკულად ვიწყებ სიცილს...

გუშინ მეტროში ჩემ გვერდით პუტკუნა გოგო დაჯდა. ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, საყვარელი გარეგნობის და ისეთი არაფრით გამორჩეული სხვებისგან. დაიძრა მეტრო, ამ გოგონამ ამოიღო მობილური აკრიფა ნომერი და დარეკა სავარაუდოდ თავის დაქალთან... ნუ გრძელი გზა მქონდა დიდუბიდან ვარკეთილსი მივდიოდი და როგორც აღმოჩნდა ამ გოგოსაც ეს გზა ჰქონია გასავლელი... მთელი გზა ტრაბახობდა, თავის დაქალს სასწაულებს აუბნებოდა, ალბათ უნდოდა რომ ჩემ თვალში მაგარი გოგო გამოჩენილიყო და მე მისი გაცნობის სურვილი გამჩენიყო... მაგრამ ერთი რამ გამორჩა :)))))))) გვირაბში რომ შევედით იქ მობილური აღარ იჭერს და ის კი ვარკეთილამდე მობილურზე ლაპარაკობდა და თან ტრაბახობდა... მე კი მეცინებოდა და ალბათ ვერ ხვდებოდა რომ მივხვდი მის უტვინობას :)))

მეც მოვიცადე რომ მასთან ერთად არ გავსულიყავი მეტროდან, ბოლოს მოუწია იმედგაცრუებული დაეტოვებინა ვარკეთილის მეტრო... dle
loading...
30-07-2017, 20:33
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები