Image

საზარელი შემთხვევა - გორში სტუმრად ჩასული 24 წლის ბიჭი ცემით მოკლეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

image
loading...

გორში მომხდარი ჩხუბის შედეგად 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ის ბათუმის მკვიდრია და გორში სტუმრად იყო ჩასული.

მომხდარი ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა, როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივადჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ნ.თ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზედააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993წელს დაბადებულ მ.ს.-ს თავისა და სახის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

dle
loading...
30-07-2017, 08:35
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები