Image

„პარლამენტის უკან, კიბეზე, შავებში ჩაცმული, ასაკოვანი ქალი პაპანაქება სიცხეში იჯდა და ტიროდა... მივედი და ვკითხე...“

image
loading...

დღეს პარლამენტთან საქმეზე მივედი, უსახლკარო ადამიანების აქციაზე რეპორტაჟის გასაკეთებლად და მძიმე ამბავს გადავაწყდი...

ლაივი კი ჩავრთე, მაგრამ რაღაც მომენტებში ხმა ცუდად ისმის და მოკლედ გეტყვით, რაც მოხდა:
პარლამენტის უკან, კიბეზე, შავებში ჩაცმული, ასაკოვანი ქალი იჯდა და ტიროდა. პარლამენტის დაცვაც იქვე იდგა და პატრულიც იყო მისული.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ პატრულის თანამშრომლები მაქსიმაულრად ყურადღებით მოეკიდნენ ქალს და ძალიან ღირსეულად იქცეოდნენ!

ქალბატონ ნათელას შარშან 19 წლის შვილი გარდაეცვალა (მისი ბიჭის ფოტოებიც მანახა, მათ შორის, გასვენების. მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ ეს გადამეღო და ამეტვირთა). როგორც ქალბატონი ამბობს, მისმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამ ტრაგედიის შემდეგ, ქალბატონ ნათელას ვალები დაედო – გასვენების ხარჯებისთვის, დასაფლავებისთვის, მაღაზიებში... და ერთადერთი, რასაც ის ხელისუფლებას სთხოვს, ამ ვალების გადახდაში დახმარებაა. გაუბედურებულ დედას ფიზიკურად გადაადგილებაც კი რთულად შეუძლია. პაპანაქება სიცხეში პარლამენტის კიბეზე მჯდომს ვთხოვე – იქნებ, ჩრდილში მაინც გადახვიდეთ, ასე ცოდო ხართ–მეთქი და ფეხზე ძლივს წამოდგა. ცოტა ხანი საერთოდ მუხლებზე იდგა, ვერ დგებოდა...

მეეზოვედ დასაქმებისთვის განცხადება შეუტანია, მაგრამ უარი უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია ფიზიკურად შრომა, მუხლებზე დავდგებოდი და ისე დავხვეტავდი ქუჩებსო, მითხრა, მაგრამ ამაზეც კი უარი მითხრესო...

– ნეტა, გიორგი კვირიკაშვილისთვის და ირაკლი კობახიძისთვის მიმემართა, მგონია, რომ ეგენი დამეხმარებიან, კარგი ხალხი ჩანანო, მაგრამ ვერც მივაწვდინე ხმაო... მემასხარავებიან აქ, პარლამენტში და წესიერად პასუხს არ მცემენო...

– იმ კეთილმა ხალხმა, ვინც მე თავის დროზე დამეხმარა თანხით, რა დამიშავეს? თავისი მოიკლეს და მე, გაჭირვებულს, მომცესო და იმ ვალს დაბრუნება ხომ უნდაო? მრცხვენია მათიო, რა გავაკეთო, როგორ დავუბრუნო ვალებიო? არც სამსახური მაქვს, არც საპენსიო ასაკი არ მაქვს ჯერ, რომ პენსია მაინც ავიღო ხოლმეო და ნელნელა გავისტუმროო და რა გავაკეთოო? ჩემთვის ცხოვრება დამთავრდაო, მაგრამ იმ ხალხს ხომ უნდა დავუბრუნო მათი კუთვნილი ფულიო? რა ნამუსით ვიარო ამ ქვეყანაზეო? არც სახლი მინდა, არც აგარაკები, მარტო ამ ვალების გადახდაში მომეხმაროს ხელისუფლებაო, თავად რომ პრემიებს იწერენ, გაჭირვებულ ხალხს ზედ რომ არ გვიყურებენო...
სულ ტირილით მითხრა ეს სიტყვები...

ხოდა, ბატონებო Giorgi Kvirikashvili ირაკლი კობახიძე იქნებ, მიაქციოთ ამ ადამიანს ყურადღება... როგორც მითხრა, მხოლოდ თქვენი იმედიღა აქვს... ვალი უსაშველოდ ბევრი არ აქვს, უბრალოდ არ უნდოდა, რომ საჯაროდ ეთქვა რა თანხაზეა საუბარი და ამიტომ ვერც მე დავწერ ამას...
ქალბატონი ნათელას ტელეფონის ნომერი ჩაწერილი მაქვს თუ რამეა და პრინციპში, მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ – ძალიან ხშირად არის პარლამენტთან, განცხადებებს წერს, სთხოვს ყველას დახმარებას. - წერს ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში

dle

Загрузка...
loading...
29-07-2017, 19:11
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები