Image

დირექტორმა დაურეკა თანამშრომელს, რომელიც სამსახურში არ გამოცხადდა. ტელეფონზე ბავშვმა უპასუხა...

image
loading...

კომპანიის წამყვანი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა, თანაც არავისთვის დაურეკავს, რომ გაეფრთხილებინა კომპანიის ხელმძღვანელი. კომპანიაში ამის გამო პრობლემები შეიქმნა, კომპიუტერის ჩანაწერებში ვერ გაერკვნენ, გაბრაზებულმა დირექტორმა თანამშრომლის ნომერი აკრიფა და თავად დაურეკა. ტელეფონი ბავშვმა აიღო:
- ალო! - ჩურჩულით ამოთქვა მან.
- გამარჯობა პატარავ, მამიკო შინ არის?! - ჰკითხა დირექტორმა.
- დიახ! - კვლავ ჩურჩულით უპასუხა ბავშვმა.
- შეგიძლია დამალაპარაკო?
- არა.
- და დედიკო სახლშია? - ჰკითხა გაკვირვებულმა კაცმა.
- დიახ.
- მასთან დამალაპარაკებ?
- ვერა - იყო პასუხი ისევ ჩურჩულით.
- სახლში სხვა არავინ არის? - უკვე შეფიქრიანდა დირექტორი.
- დიახ, პოლიციელები არიან.
- მაშინ პოლიციელს მიეცი ტელეფონი.
- არ სცალია.
- რატომ?
- დედიკოს და მამიკოს ელაპარაკება.
უცბად ტელეფონში ძლიერი ხმაური გაისმა.
- რა ხდება? რა ხმაურია? - წამოიძახა კაცმა.
- "ვერტალიოტი" მოფრინდა - იყო პასუხი.
- მითხარი, პატარავ, რა ხდება! - უკვე შეშფოთდა დირექტორი.
- პოლიციელებმა ვერ იპოვეს და მაშველები გამოიძახეს.
- კი მაგრამ, რას ეძებენ?!
- მე!

წყარო: mkurnali.ge
dle

Загрузка...
loading...
29-07-2017, 11:10
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები