Image

„ჩემმა შვილმა იმ ავტომობილში უკანასკნელი წუთები დაჰყო...“ - რა შეუთვალა მაგდა პაპიძემ დედამთილს

image
loading...

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე, დედამთილს, ლილი მინდიკაურს ციხიდან პასუხობს. საუბარია მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედის სარჩელზე, რომელმაც რძლის წინააღმდეგ სასამართლოში მის წინააღმდეგ ქონებრივი დავა დაიწყო.
როგორც "ნიუპოსტს" პაპიძის ადვოკატმა,ირმა ბრელიძემ განუცხადა, ბრალდებულს გუშინ ესაუბრა.

"მაგდა პაპიძე დავას არ აპირებს. ამბობს თუ უნდა წაიღოს და ცეცხლი წაუკიდოსო. ერთადერთი მისი პასუხი იყო, რომ გაკვირვებულია. მიკვირს ის ფაქტი, რომ ჩემმა შვილმა, იმ ავტომობილში დაჰყო უკანასკნელი წუთები, ეს ქალბატონი კი ამ მანქანაზე საერთოდ როგორ საუბრობსო. როგორ შეუძლია ამ მანქანის გაჩერება, ამ დრომდე როგორ არ წვავსო. სადაო პროცესებში შესვლას საერთოდ არ აპირებს"- განაცხადა ადვოკატმა.

26 წლის ქალი 2015 წლის 20 დეკემბერს საკუთარი ქმრის ომარ ქაფიაშვილისა და მცირეწლოვანი შვილის თორნიკე ქაფიაშვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცი თავში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, ბავშვი კი, გაგუდულია.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებდა, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. პაპიძის საქმე ნაფიცი მსაჯულების პირობებში განიხილებოდა. 2016 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე, ახალგაზრდა ქალს სასჯელის სახედ და ზომად უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

dle

Загрузка...
loading...
28-07-2017, 16:23
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები