Image

გინება და ფიზიკური დაპირისპირება "მარშუტკის" მძღოლსა და მგზავრს შორის- რა მოხდა თბილისში (ვიდეო)

image
loading...



ფეისბუკზე ერთ-ერთი მომხმარებელი მგზავრსა და "მარშრუტკის" მძოლს შორის ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოს ავრცელებს.

"დღეს, სამსახურში მიმავალს ეს ამბავი გადამხდა თავს.

ფეხზე მდგომმა მგზავრმა მძღოლს შეწუხებული ხმით კონდიციონერის ჩართვა სთხოვა, მძღოლმაც მცირე ჩაბურტყუნებული წუწუნის შემდეგ ჩართო და ყველას ფანჯრების დახურვა სთხოვა.
- “ადამიანურად რო აზროვნებდეთ და კარტოფილივით არ გვექცეოდეთ აქამდე უნდა ჩაგერთოთ გაგრილება” წამოიყვირა ერთერთმა მგზავრმა
- მძღოლმა ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა გზა
- გრძელთმიანი ბიჭი აგრძელებდა ლანძღვას
- კაი გაჩე ეხა, გეყოფა გავიგეთ - მშვიდად უთხრა მძღოლმა
ამ რეპლიკაზე ეს კაცი უკვე გაცოფდა და უმისამართო გინებაზე გადავიდა
- მძღოლმა ისევ მშვიდად სთხოვა რომ დამშვიდებულიყო და ჩასულიყო ტრანსპორტიდან
ეს კაცი კვლავ აგრძელებდა გინებას, უკვე პირადად მძღოლის მიმართ.
უკვე ყველა შევწუხდით, ერთხმად ვთხოვეთ ამ კაცს ჩასვლა
ამის შემდეგ კვლავ გინებით კართან მივიდა და რკინის ხურდები მძღოლს პირდაპირ სახეში შეაყარა.
მანქანიდან რომ ჩავიდა მძღოლმაც თავი ვერ შეიკავა და წინ მიმავალ მგზავრს ძარი მიარტყა", - წერს ვიდეოს ავტორი.

წყარო: palitravideo.ge
dle
loading...
28-07-2017, 15:02
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები