Image

"ბავშვი შეიძლება გარდაიცვალოს" - ჩვილი ბავშვის ფოტომ ბათუმის პლაჟიდან საზოგადოება აღაშფოთა

image
loading...

"ბავშვი შეიძლება გარდაიცვალოს" - ჩვილი ბავშვის ფოტომ ბათუმის პლაჟიდან საზოგადოება აღაშფოთა

ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი ბათუმის პლაჟიდან ამ ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქალბატონი აცხადებს, რომ მამას ჩვილი ბავშვი 2 საათი თაკარა მზეზე ჰყავდა რუჯის მისაღებად.

"ეს მაქსიმუმ 3 თვის ბავშვი, ჯერ სახით ყავდა მზისკენ მიტრიალებული 2 სთ ესე ეძინა. ეხლა ამოატრიალაა, გული მიკვდება," - წერს სოციალურ ქსელის მომხმარებელი.

სურათმა სხვა ინტერნეტ მომხმარებლებიც ძალიან აღაშფოთა. ფოტოს უამრავი კომენტარი ერთვის თან.

"საერთოდ პლაჟზე პატარას გაყვანა როგორ შეიძლება, სულ გაგიჟდნენ, მაქსიმუმ დილას ან საღამოს გაასეირნო ჩრდილში და ჩაცმულ მდგომარეობაში, მზე კარგია პატარასთვის, ზამთარშიც კი გამყავდა სასეირნოდ, მაგრამ გარუჯო? რა დამცავი უშველის კაცო,"

"ბავშვი შეიძლება გარდაიცვალოს" - ჩვილი ბავშვის ფოტომ ბათუმის პლაჟიდან საზოგადოება აღაშფოთა


„ წაართვით, მოკლავენ ასე“,

"უნდა უთხრა, არ იცის და ვერც ხვდება, რომ ჩვილს არ აქვს თუნდაც ბავშვის მსგავსი თერმორეგულაცია. არ მოუკვდეთ კაცო გადახურებისგან,"
"ყველა მშობელს უნდა აიძულებდნენ მშობელთა სკოლის გავლას და ელემენტარულის სწავლას. ბავშვი შემეცოდა. ადრე სტატისტიკა დაიდო მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობა მანქანაში გადახურებისგან, იმედია ეს არ მიემატება,"

"ბავშვი შეიძლება ესე გარდაიცვალოს თერმორეგულაციის დარღვევის გამო, ან პედიატრი არ ჰყავს ამ ხალხს ან ინტერნეტის შესახებ არ გაუგიათ? ბავშვი შეიძლება მაქსიმუმ 10 მდე გაიყვანო ისიც 10 -15 წუთი მაქსიმუმ და ისიც მაღალი დამცავით, ვერ არიან, ნეტა მანდ ვყოფილიყავი რა , ფუ,"

"ამ დროს უნდა მიხვიდეთ და მიუთითოთ! რა ფოტოებს იღებთ..არ მესმის რა, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და მოვალეობა მაინც მოვიხაოთ, მით უმეტეს დაუცველი ჩვილის წინაშე! ღმერთო ჩემო!!"

"მე მივიდოდი და ვეტყოდი. არ გაიგებდა და მზეს დავუჩრდილავდი ბავშვს სადაც არ წაიყვანდა იქ. თუ არ გაიგებდა, პოლიციას დავუძახებდი, თუ კიდე ვერ გაიგებდა, ქვების მეტი რა არის," - წერენ აღშფოთებული ინტერნეტ მომხმარებლები.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
28-07-2017, 00:21
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები