Image

სიკვდილი გზებზე - ვინ იყვნენ ბიჭები, რომლებიც ყვარელში ავტოავარიას ემსხვერპლნენ? :O

image
loading...

კახეთში ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან ავტოავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ხოლო 2 მძიმედ დაშავდა. გზის ცენტრალურ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხუთი ახალგაზრდა მიემგზავრებოდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

გარდაცვლილები ადგილობრივები, გავაზელები - ბექა რაჯებაშვილი, რამაზი მინდორაშვილი და გოგი ბულბულაშვილი იყვნენ. მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

dle

Загрузка...
loading...
27-07-2017, 16:12
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები