Image

„აუცილებლად, გაშორდით ქმრებს!“ - 117 წლის ქალმა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა...

image
loading...

იტალიელი ემა მორანო მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ადამიანია. 29 ნოემბერს მას 117 წელი შეუსრულდა. როგორ მოახერხა ქალბატონმა ემამ ჯანმრთელობის შენარჩუნება და რა გახდა მისი დღეგრძელობის საიდუმლო? ამ კითხვებზე ემა მორენოს ორი მოკლე და კონკრეტული პასუხი აქვს.

მსოფლიოს უხუცესი ქალბატონის თქმით, დღეგრძელობის საიდუმლო მარტოხელა ცხოვრება და მოხარშული კვერცხებია.

როგორც თავად განმარტავს, სიცოცხლე ქმართან განშორებამ გაუხანგრძლივა და ქალბატონი დარწმუნებულია, მეორედ გათხოვების შემთხვევაში ის ამდენ ხანს ვეღარ იცოცხლებდა.

გარდა ამისა, ქალბატონი მორენო საკუთარ დღეგრძელობას მეორე მიზეზითაც ხსნის. როგორც აღმოჩნდა, 117 წლის ქალბატონი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე დღეში 3 ცალ მოხარშულ კვერცხს მიირთმევს.

ემა მორენო ქმარს 1938 წელს გაშორდა, თუმცა განქორწინება ოფიციალურად მხოლოდ 1970 წელს დაარეგისტრირა, რადგან 1970 წლამდე, იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინების იურიდიულად გაუქმება არალეგალური გახლდათ.
ოფიციალური განქორწინებიდან 8 წლის შემდეგ ემა მორენოს ქმარი ჯოვანი მარტინუსი გარდაიცვალა, ქალბატონი ემა კი დღემდე ბედნიერად გრძნობს თავს.
„არ მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ვინმეს დომინანტის როლი ჰქონოდა, ამიტომაც აღარ გავთხოვდი“, - განაცხადა ქალბატონმა ემამ „ნიუ-იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ემა მორენოს მოსაზრებას არ ეთანხმებიან მეცნიერები და 117 წლის ქალბატონის დღეგრძელობის საიდუმლოს მისი გენეტიკით ხსნიან.
მეცნიერთა მოსაზრებას დამაჯერებლობას სძენს ქალბატონ ემას ოჯახი. 117 წლის ქალის ერთმა დამ 102 წელი იცოცხლა, მეორემ კი თითქმის 100 წელს მიაღწია.

dle
loading...
26-07-2017, 22:44
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები