Image

"სიზმარში მგონია თავი... ყმუილი მინდა..."

image
loading...

"სიზმარში მგონია თავი... ყმუილი მინდა..."

ჩემი სუნთქვა... როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი, არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, როგორ ვცდილობდით ყველა... და მამამისი ხომ საერთოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყურადღებიანი და გასაოცარი მამა, ან რა განათლება მისცა, ან როგორ დასდევდა, ფეთიანივით...

ხანდახან მეცოდებოდა ხოლმე სანდრო... ახრჩობდნენ ყურადღებით უსაყვარლესი , გამზრდელი ბებია-ბაბუები, ბებია-ბაბუების ძმები და დები, ბიძები, ბიძაშვილები.. დეიდაშვილები, ყველა, მარტო ტელეფონზე კითხვა -პასუხს ვერ აუდიოდა ხოლმე, ყველა სათითაოდ ურეკავდა.. ყველას რჩეული - ღმერთის საჩუქარს ("ბოჟიი პოდაროჩეკს") ვეძახდით , თითქმის , ხუმრობის გარეშე..., ისეთი თბილი და ტკბილი იყო, ჩემი სამაგილითო ვარსკვლავი...

დღემდე, სიზმარში მგონია თავი, ყველაფერს ველოდი , მაგრამ ასეთ სასიკვდილო სილულელეს არა... ყმუილი მინდა... ალაბთ ჩემი ბრალია, მე ვაძლევდი ძალიან დიდ , ალბათ გადამეტ თავისუფლებას , რომ თვითონ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაეკეთებინა არჩევანი , მეგონა, ასე უფრო სწორი იყო ... ვფიქრობ, ვფიქრობ, გასკდა თავი..... შეცდომებს ვეძებ ჩემს აღზრდაში, რომ მიკაზე და რეზიზე არ დამემართოს იგივე შეცდომა თუ შეცდომები, აღარც ვიცი..ვკვდები და არ ვკვდები... ქვა და რკინა ვარ.. ყველაფერს შევძლებ, მეც გამოვსწორდები ... კლდედ გადავიქცევი...
დედუ.

"სიზმარში მგონია თავი... ყმუილი მინდა..."


dle

Загрузка...
loading...
26-07-2017, 16:14
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები