Image

„უცებ, ძაან ხმადაბლა მეკითხება: ანუ, შეიძლება მომტ**ან?!"- ტაქსიში მომხდარი ისტორია, რომელიც ძალიან ბევრს გაცინებთ...

image
loading...

„ფეისბუქის“ მომხმარებელი ბექა კოკაია სოციალურ ქსელში ტაქსიში გადამხდარი ისტორიის შესახებ წერს.
„დიდი ხანია არ ვმჯდარვარ ტაქსიში. ძირითადად ფბ სტატუსებით ვიგებ ახალ ისტორიებს ტაქსისტებზე. ზაფხულში მომოწია ერთხელ. ლისის ტბაზე ვიყავით. გაბარიტები დამრჩენია ჩართული და რომ ვბრუნდებოდი აკუმულატორი დამჯდარი დამხვდა.

გავაჩერე ტაქსი, "პერემიჩკები" გექნებათქო.

თან არ მაქვს, ჩამიჯექი, ნუცუბიძის პროფილაქტიკებში ჩავიდეთ, ვიცნობ ბიჭებს და გვათხოვებენო. 5 ლარად ვიზამო.

კარგითქო.

გზაში მთავრობას აგინა და მითხრა, კანადაში მივდივარ სამუშაოდო.

უხალისოდ ვუსმენდი, ლისზე დატოვებულ მანქანაში ქეთი და ბავშვი მელოდებოდნენ.

ის აგრძელებდა. "ინრეტნეტით" ერთ კაცი გავიცანიო. მაგარი ჯიგარიაო. ისიც მიდის და "ნაპარნიკს" ეძებსო. ახლა სტამბოლშია და მელოდებაო. მანქანას ვყიდი და რომ გავყიდი მეც ჩავალ სტამბოლშიო. პასპორტს მივცემ, ვიზას მალე გამიკეთებსო. მანდაც ნაცნობები ყოლიაო.

მგონი გატრეფიკინგებენთქო.

რას მიშვებიანო?

შეიძლება ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდეთქო.

ამასობაში მივედით ნუცუბიძს პროფილაქტიკებში. გადავიდა და 2 წუთში მობრუნდა "პერემიჩკებით". მთელი უკანა გზა ხმა არ ამოუღია. მივედით ჩემ მანქანასთან, დავქოქეთ, ფული ამოვიღე და მივეცი. ჩაჯდა თავის მანქანაში და დაძრა.

რამდენიმე წამში გაჩერდა, "დაზადნა", ისევ ჩემ მანქანას მოუახლოვდა. ფანჯარა ჩაწია და თავი გადმოყო. მეც ჩავწიე მინა. უცებ, ძალიან ხმადაბლა მეკითხება:

- ანუ, შეიძლება მომტ**ან?

არჩევანი არ მქონდა, კაცი იყო გადასარჩენი.

- კი!

- ამ ცხოვრებას მოუ***ნ...

სწრაფად დაძრა მანქანა და დანარჩენი სიტყვები საბურავების წუილმა გადაფარა“, - წერს კოკაია.

dle

Загрузка...
loading...
26-07-2017, 15:33
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები