Image

თურქეთში მცხოვრები ქართველის ეს წერილი, ალბათ ყველას შეგძრავთ...

image
loading...

„თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია“ სტამბულში 2004 წელს დაარსდა. მას სათავეში ორჰან სადაგი–ბერიძე უდგას, ვისი წინაპრებიც მე–19 საუკუნეში გადაიხვეწნენ საქართველოდან, პატარა ზღვისპირა ქალაქ გირესუნში. ისინი წარმოშობით აჭარიდან, ქედის რაიონიდან ყოფილან, თურქული გვარი კი 1927 წელს მიუღიათ.

ორჰან სადაგი თურქეთში დაბადებული ქართველია. მისი ასოციაცია კეთილშობილ საქმეს ემსახურება: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურული კავშირების დამყარებასა და განვითარებას. 2008 წლის აგვისტოში დიდი საპროტესტო აქციაც მოაწყვეს სტამბოლში.

ორჰანს, ისევე როგორც თურქეთში მცხოვრებ სხვა ქართველებს, სამშობლო უსაზღვროდ უყვარს. ამის დასამტკიცებლად შორს წასვლა არ არის საჭირო: „თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის“ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულია წერილი, რომელიც შეგძრავთ და ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. „დრონი.ჯი“ ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლოა. ეს მშობლობისაგან ჯერ კიდევ ბავშვებისას შევიტყვე. მაშინ ეს სიტყვა „საქართველო“ არაფერს მნიშვნელოვანს არ მეუბნებოდა. დღეს კი, ცოტად თუ ბევრად ვიცი საქართველოს წარსული და აწმყო. ვიცი, რომ ის დიდი ისტორიული წარსულის მქონე დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპის სახელმწიფოებს შორის.

მე 4 წელ წინათ ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში ქართულად კურსები გავაკეთეთ და ქართულად კითხვა-წერა ან ლაპარაკი ვისწავლე.

ერთხელ დედაენას სწავლას დროს ქართულ გაკვეთილიდან სახლში მოვედი და დედაენას მომავალ გაკვეთილს ვუყურებდი. სახლში მეუღლე ან ბავშვები არ იყვნენ. ასე წერდა: თ – თ – თო – თოხ – თოხი. თოხი რომ წავიკითხე, წინაპრები გამახსენდა და ცრემლები მოვიდა და ვიტირე. მე 1994 წელს მამიკო გადაიცვალა და არ ვიტირე. თოხს სიტყვას ვიტირე, რადგან „თოხი“ სიტყვით 140 წელ უკან წავედი. თოხი ჩემთვის 140 წელ წინათ ბაბუას ბაბუას ანუ საქართველოს სურნელი იყო, რომელშიც ეძახდნენ თოხი ამეიტანიო.

ქართულ ლაპარაკს რომ ვისწავლე, მამიკოს საფლავზე წავედი და მე ვთქვი რომ „მამიკო, შენ გენაცვალე! მე შენი შვილი ორჰანი ვარ, მე ბავშვებისას ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. მაშინ შენ ამბობდი რომ, შვილო, ქართული ანბანი არი, საქართველო არი, ჩვენი ნამდვილი კულტურა არი“. მამიკო, ახლა კი მე ვისწავლე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა. მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ.

კიდევ პაპას პაპას წერილი დავიწერე: მეთქი, „დიდად პატივცემულო ბაბუას ბაბუავ! მე შენი შვილის შვილი ვარ. შენ გენაცვალე. ღმერთმა შენს და ყველა მკვდარი ბაბუებს გაანათლოს. მე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა ვისწავლე. მგონია შენ კითხვა ან წერა არ იცოდი. მე კი კითხვა-წერა ვისწავლე. ბაბუა, ყველამ ადექით საფლავიდან, ერთ საათ ქართულად ან ქართულ კულტურას შესახებ დავილაპარაკოთ და მერე ერთად დავწვოდ საფლავში“. მერე ვიტირე…

ჩვენ ბავშვებისას მამაჩემი რადიოში ამბები რომ უსმენდა, ხანდახან ჩუმად რუსულ სიტყვები მოდიოდა და მამაჩემი: „შვილებო, ჩუმად იყავით, შეიძლება ქართულ სიტყვები მოვა და ვუსმენდ“. ბიძაებს ერთად სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. მამაჩემი თურქულად ძნელად ან შეცდომით ლაპარაკობდა. ძალიან უყვარდნენ ქართულ კულტურა. ჩემი ასეც ბევრი მოთხრობა არი.

ახლა კი ვისწავლე რომ, საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, პირველი ლიტერატურული მნაწარმოები, ჩვენამდე მოღწეული, 5 საუკუნით თარიღდება. ოსმანეთს არქივიდან ვისწავლე რომ ოსმანეთს დროს 16 ცალი ქართველი ოსმანთს პრეზიდენტი ყოფილა. ვისწავლე, რომ ბევრი გენერალი ყოფილა. ოსმანეთს პარლამენტში ბევრი ქართველი წევრი ყოფილა. ახლაც თურქეთის პარლამენტშიც ბევრი ქართველი პარლამენტის წევრია. თურქეთის პრეზიდენტი თაიბ ერდოღანი ქართველია. სტამბოლ ან ბურსას მერი ქართველია. თურქეთში ბევრი ქართველი ხელმძღვანელი არი.

რაც შეეხება ქართველები მსოფლიოს ყველა კუთხეში ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ითვლებოდნენ და ასეა დღესაც. მე ნამდვილად მეამაყება რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. ძალიან მახარებს ისიც, რომ საქართველო ჩემი ამჟამინდელი სამშობლოს – თუქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. თუმცა ვიცით, რომ იყო დრო, როცა ჩვენი ისტორიული სამშობლო ძალიან შორეულად და მიუწვდომლად გვეჩვენებოდა.

დღეს კი, საქართველო გახსნილია ყველა კეთილშობილურ სტუმრისთვის და ჩვენ – თურქეთის ქართველობას გვეძლევა შესაძლებლობა, მოვინახულოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების მიწა-წყალს, მათ ნასახლარებსა თუ საფლავებს.

ჩვენ თურქეთში არ ვგრძნობთ თავს მოწყვეტილად ჩვენი ისტორიული სამშობლოდან. მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. თქვენთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. დიდად გვახარებს კანონი ორმოქალაქეობის შესახებ და გვსურს ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.

მჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.

კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გესალმებით ყველას და გისურვებთ სერიოზულ წარმატებებს.”

dle
loading...
25-07-2017, 11:38
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები