Image

შემზარავი შემთხვევა - მამაკაცმა ცოლს სწავლის გამო ხუთივე თითი დააჭრა და...

image
loading...

ბანგლადეშელი მამაკაცი ციხეში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ცოლს თითები იმიტომ დააჭრა, რომ მან სწავლას თავი არ დაანება.
შემზარავი შემთხვევა ბანგალდეშში მოხდა.

30 წლის რაფიქულ ისლამმა თავის 21 წლის ცოლს, ჰავა ახთერს, თვალები აუხვია და უთხრა, რომ მისთვის სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული.

სიურპრიზის სანაცვლოდ კი, მას ხუთივე თითი მოაჭრა. ერთერთმა ნათესავმა კი მოჭრილი თითები ნაგავში გადააგდო, რათა ექიმებს, მათი აღდგენა არ შეძლებოდათ.

ისლამი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიგრანტი მუშა იყო, მისი მეუღლე სასტიკად გააფრთხილა, რომ მის სწავლის გაგრძელებას, „მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.“

„როდესაც ბანგალდეშში დაბრუნდა, მითხრა, ჩემთან საუბარი უნდოდა. მოულოდნელად, თვალები ამიხვია და მითხრა, რომ საჩუქარი უნდა გადმოეცა. ამ დროს ხელი დამიჭირა და თითები მომაჭრა“ - ამბობს ჰავა The Times-თან.

ბანგლადეშის პოლიციის ხელმძღვანელის, მუჰამედ სალუდინის თქმით, მამაკაცი დაკაში დააკავეს .

უფლებადამცველები მისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

რაც შეეხება ჰავას, ამბობს, რომ მარცხენა ხელით წერას სწავლობს, რათა კოლეჯში სიარული განაგრძოს.

ბანგლადეშში, სწავლის გამო ქალებზე თავდასხმის ფაქტი უცხო არ არის.

ივნისში, მამაკაცმა საკუთარ მეუღლეს, დაკას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორს თვალები ადთხარა, რადგან ის კანადის უნივერსიტეტში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

წყარო: newposts.ge
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
17-07-2017, 00:15
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები