Image

საშინელი შემთხვევა თურქეთში - ქართული ცეკვის ანსამბლის ავტობუსი სადაც 23 ადამიანი იმყოფებოდა გადაბრუნდა

image
loading...

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონში ავარიაში მოყვა. როგორც "რუსთავი 2-ს" ტრაპზონის საკონსულოში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. ამ ინფორმაციას საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია 23 ადამიანი. მათი უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვადასხვა საავადმყოფოებში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს, 2 მგზავრი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

შემთხვევა ტრაპზონიდან 130 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

dle
loading...
16-07-2017, 11:36
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები