Image

„საოცარი ამბავი გადამხდა... უცებ მძღოლმა ამოიღო 20 ლარი და "აჰა, ძმაოო"... ყველა ბედნიერებით შევცქეროდით ერთმანეთს...“

image
loading...

თურმე ადამიანობა ბოლომდე არ დაგვიკარგავს…
ერთი პატარა ამბავი ბათუმი-თბილისის სამარშრუტო ტაქსში: ვმგზავრობდით სულ რამოდენიმე ადამიანი. ქუთაისთან ახლოს ერთი ახალგაზრდა(ლაგოდეხიდან) ცუდად გახდა. გავაჩერეთ „მარშუტკა“, დავაწვინეთ, დავამშვიდეთ და პარალელურად სსდ გამოვიძახეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ახალგაზრდა ბიჭს ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზაცია.

“ვერ გამოგყვებით ჯიბეში ერთი თეთრი არ მაქვსო”, და უცებ მძღოლი იღებს 20 ლარს და „აჰა, ძმაო“, აქეთ მეორე მგზავრი აწვდის ფულს და ბოლოს ერთი ქ-ნი, რომელიც 6 თვეა არ ყოფილა ოჯახში(თურქეთში იმყოფებოდა) და ეხლა ბრუნდებოდა, სტაცა ჩემოდანს ხელი და მე გამოგყვები შვილოო..ყველა ბედნიერებით შევცქეროდით ერთმანეთს და ერთად ავღნიშნეთ, რომ თურმე ადამიანობა არ დაგვიკარგავს…

დაე, ვიყოთ ასეთი სულგრძელები…
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
16-07-2017, 11:04
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები