Image

რას წერს თბილისში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე "ქართველთა მარშზე": "სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე მხოლოდ კარგს ვამბობდით..."

image
loading...

საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე აჰმედ საიდგული "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისში გუშინ გამართულ "ქართველთა მარშს" ეხმაურება და წუხილს გამოთქვამს, იმ ქსენოფობიური განცხადებების გამო, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე გამართული მსვლელობის მონაწილეებისგან ისმოდა:

"როდესაც საქართველო თამაშობდა, ჩვენ მხარს ვუჭერდით; როდესაც თბილისში წყალდიდობა მოხდა, ჩვენ ვლოცულობდით, დასუფთავებაში ვეხმარებოდით და შემოწირულობები გავიღეთ. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და პოზიტიურად ვიყავით განწყობილები ქართველების მიმართ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, საქართველოზე მხოლოდ კარგს ვამბობდით.

თუმცა ამ დემონსტრაციამ გვიჩვენა, როგორ აღიქვამს ქართველების ნაწილი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს - ინდოელებს, არაბებს, აფრიკელებს... ამდენი ზიზღი და რასიზმი, რომელიც არ წარმოადგენს უმრავლესობის აზრს. ჩვენ ყველანი წინააღმდეგები ვართ უკანონო ემიგრაციის, კრიმინალისა და მოძალადეების, მაგრამ ასეთ ადამიანებზე სახელმწიფომ და პოლიციამ უნდა იზრუნოს და არა სიძულვილის და რასიზმის გამავრცელებელმა ჯგუფებმა. ეს ხომ ტურიზმსაც დააზარალებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მთავარი შემოსავალია?!

მე ვთვლი, რომ დემონსტრაციები პირველ რიგში რუსების წინააღმდეგ უნდა გაიმართოს, რომლებიც ყოველ ღამე წევენ საზღვარს და მიაქვთ ქართული მიწა. ერთ-ერთი ბოლო სტატისტიკით კი რუსები საქართველოში ათასზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ.

მოკლედ რომ ვთქვა, მე ყოველთვის პოზიტიურად ვიყავი განწყობილი საქართველოსადმი და მისი სტუმართმოყვარე ხალხისადმი, მაგრამ დღევანდელმა მოვლენებმა სხვა სახე წარმოაჩინა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდება" - წერს აჰმედ საიდგული.

შეგახსენებთ, 14 ივლისს თბილისში აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. "ქართველთა მარში" გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ, მათ შორის - "მიღებულ იქნას ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; დეპორტირებულ იქნას საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი და კრიმინალი უცხოელი და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად, ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას".

წყარო: ambebi.ge
dle
loading...
16-07-2017, 10:13
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები