Image

"SOS! სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, ეს საშინელებაა!" - აღელევებული დამსვენებლის მიერ გავრცელებული კადრები გონიოდან

image
loading...



გონიოში, ამ სეზონზე უკვე მეორედ, ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. როგორც ადგილიდან ნათია გოცაძე ფეისბუქ-გვერდის საშუალებით იუწყება, ადგილობრივები დელფინების სიკვდილს დაბინძურებულ წყალს უკავშირებენ.

"SOS!SOS!SOS! არ ვიცი ვის ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო! ბოლო 3 დღის განმავლობაში უკვე მეორედ, გონიოს სანაპიროზე დამსვენებლებმა მკვდარი ზღვის ბინადარი თითქმის გახრწნილ მდგომარეობაში იპოვეს. ადგილობრივები ამბობენ , რომ ორივე შემთხვევაში იყო დელფინი და დაბინძურებული წყლისგან დაიხოცნენ. მე ამის ექსპერტად ვერ გამოვდგები, ამიტომ ვდებ მასალას და ვისაც შეგიძლიათ შესაბამისი ზომების მიღება ნუ დააყოვნებთ! ეს საშინელებაა!", - წერს ნათია გოცაძე.

წყარო: palitravideo.ge
dle
Загрузка...
loading...
16-07-2017, 00:01
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები