Image

„შვილმა, რომელმაც გაიგო რომ აყვანილია, 80 წლის გამზრდელი დედა მიატოვა...“ - საშინელი შემთხვევა ქუთაისში

image
loading...

შვილმა, რომელმაც გაიგო რომ აყვანილია, 80 წლის გამზრდელი დედა მიატოვა. მხცოვანი ქუთაისელი ქალი დახმარებას ითხოვს.
დედობილის თქმით, მისი შვილი თურქეთშია და მას ყურადღებას არ აქცევს, არც ფინანსურად ეხმარება.

მოხუს საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ აქვს, რის გამოც ხშირად ღამის გატენება ღია ცის ქვეშ უწევს.

მოხუცის მოხუცის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ანა რაზმაძემ დაწერა. ის საზოგადოებას მოხუცის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მიმართავს.

"მეგობრებო! ეს ქალბატონი შემთხვევით შემხვდა ქუჩაში, მაღაზიასთან იდგა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა საჭმელს, გავესაუბრე, რაც უნდოდა ვუყიდე, გამოვკითხე ვინ არის და რა უჭირს. მითხრა, რომ მისამართი არ იცის სადაც ცხოვრობს, მაგრამ ხანდახან აგნებს სახლს, მდგმურია. პენსია აქვს, მაგრამ არ ყოფნის ქირაში და საჭმელში. მუშაობდა ბუღალტრად მთელი თავისი ცხოვრება ტყავის ქარხანაში. ბავშვი იშვილა, მარტოხელაა, მაგრამ რომ გაიზარდა, მიატოვა და თურქეთშია....მოკლედ, ეს 80 წლის ქალის მოკლე სევდიანი ისტორიაა... დიდი სურვილი მაქვს, ამ ქალბატონს დავეხმარო რითაც შევძლებ. გამვლელებს გამოვკითხე, სახლს მივაგენით, მივაცილე, 5-ჯერ შეისვენა, სუსტადაა ძალიან, მისამართიც მაქვს... იდეები დაწერეთ ვისაც სურვილი გაქვთ შემომიერთდეთ", - წერს სოციალურ ქსელში ანა რაზმაძე.

dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
15-07-2017, 12:55
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები