Image

რა დაწერა 4 შვილის დედის მკვლელმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში?

image
loading...

გუშინ, ერთდღიანი ძებნის შემდეგ 4 შვილის დედა, მირანდა ვაჩეიშვილი ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს. მკვლელი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია და დანაშაულიც აღიარა.

მოკლულის შვილი ნინო ხოსროშვილმა დედის მკვლელობის შესახებ პოლიციისგან შეიტყო. ოჯახის წევრების თქმით, მირანდა ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა და მის საჩივარს საბურთალოს და გლდანის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა.

გიორგი ჯანაშვილმა მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ის მოგვიანებით კორპუსიის სადარბაზოში დააკავა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

"ყოველი გაბრაზებული ქალის უკან დგას მამაკაცი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა გააკეთა არასწორად," - დაწერა მკვლელმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში.

წყარო: Presa.Ge
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
17-05-2017, 12:07
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები