Image

„იქს ფაქტორის“ პრინცესა გვანცა ოსიყმაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - „შემეშინდა... ლამის გული გამისკდეს“

image
loading...

შოუში დარჩენის შემდეგ, „იქს ფაქტორის“ მონაწილე ლელას გუნდიდან გვანცა ოსიყმაშვილი სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„ჰმ... არ ვიცი საიდან დავიწყო... თურმე ის, რომ ადამიანებს უყვარხარ, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა...

იმდენი ადამიანი მირეკავს, მწერს და გამოხატავს ძალიან დიდ სითბოს, რომ უკვე შემეშინდა... სიხარულისგან ლამის გული გამისკდეს და მთელი ღამე ჭერს ვუყურებდი, არ ვიცი რაზე ვფიქრობდი მაგრამ, ალბათ დიდი ხანი ვეღარ ვიტირებ!!!

ემოციები, არ ვიცი ჩემი სისუსტეა თუ პირიქით და, საერთოდ უნდა ვთქვა ხმამაღლა ეს თუ არა.. აი ასეთ უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი!!!

რა ვიცი რა შემიძლია გითხრათ , ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, უბედნიერესი ადამიანი გამხადეთ , ძალიან დიდი მადლობა , ძალიან მიყვარხართ ...“ - წერს გვანცა. dle
loading...
17-05-2017, 08:13
-
---
კომენტარები
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები