Image

მელორ ვაჩნაძემ ოჯახი დაანგრია და ახლგაზრდა მოდელს გაუმიჯნურდა - სკანდალური რომანი

image
loading...

მელორ ვაჩნაძემ ოჯახი დაანგრია და ახლგაზრდა მოდელს გაუმიჯნურდა - სკანდალური რომანი

ყოფილი პოლიტპატიმარი, მელორ ვაჩნაძე შეყვარებულია, მისი რჩეული “Best model of the world-ის” გამარჯვებული, ლიზი წიგნაძეა. წყვილი თავიანთ ურთიერთობას არ მალავს და ლიზი სოციალურ ქსელში მელორის შესახებ, ემოციურ პოსტებსაც ავრცელებს.

მელორ ვაჩნაძე, რამდენიმე წლის წინ, წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული, მას ორივე ქორწინებიდან შვილი ჰყავს. როგორც ჩანს, 18 წლის სტუდენტთან, ნინი გოგოტიშვილთან მისი ქორწინება, წარუმატებელი აღმოჩნდა და მეორე ოჯახიც დაენგრა.

“მიუზიკ ბოქსი“ ლიზი წიგნაძეს დაუკავშირდა:

– ლიზი, თქვენი შეყვარებულია მელორ ვაჩნაძე?

– კი, ჩვენ ერთად ვართ. ერთმანეთი ერთი თვის წინ, საერთო მეგობრების დახმარებით გავიცანით. თავიდანვე მომეწონა, ძალიან ყურადღებიანი და კარგი ადამიანია.

– ცნობილია, რომ ის დაქორწინებული იყო, გაჩნდა მოსაზრება თითქოს თქვენ დაანგრიეთ მელორის ოჯახი…

– ასე ნამდვილად არ არის. მე არ დამინგრევია მისი ოჯახი. მელორსაც და მეც გვქონდა პირადი ცხოვრება. საკუთარ პირად ცხოვრებაზე მელორმა თავად უნდა ილაპარაკოს.

– გააცანი ოჯახის წევრებს მელორ ვაჩნაძე?

– ჯერ არ იცნობენ, იციან რომ ჩემი შეყვარებულია და ძალიან მოსწონთ.

– სულ ცოტა ხნის წინ, მელორ ვაჩნაძის და ცირა კობიაშვილის შესახებ გაჩნდა ჭორები, რა ურთიერთობა აქვთ?

– მეც გავიგე ეს ამბავი, მაგრამ ვიცი რომ მელორი ცირას მეგობარია.

წყარო: musicbox.ge

მელორ ვაჩნაძემ ოჯახი დაანგრია და ახლგაზრდა მოდელს გაუმიჯნურდა - სკანდალური რომანი

მელორ ვაჩნაძემ ოჯახი დაანგრია და ახლგაზრდა მოდელს გაუმიჯნურდა - სკანდალური რომანი

მელორ ვაჩნაძემ ოჯახი დაანგრია და ახლგაზრდა მოდელს გაუმიჯნურდა - სკანდალური რომანი
dle
loading...
16-05-2017, 21:25
-
---
კომენტარები
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები