Image

''საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მერაბი მიყვარდა'' - სოფიო ქავთარაძისა და მერაბ ამზოევის ექსტრემალური LOVE STORY

image
loading...

"X ფაქტორის" კონკურსანტმა მერაბ ამზოევმა და მისმა მეუღლემ საზოგადოებისა და პრესის ყურადღება გამოჩენის პირველი დღიდან მიიპყრეს.

- სოფო, როდის დაიწყო თქვენი და მერაბის ურთიერთობა?

- მერაბი კოლეჯში გავიცანი. ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ თავიდან თითქოს არ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მალე მოვიდა და მითხრა, რომ მოვწონდი. შემდეგ დედამ საბერძნეთში, კვიპროსში წამიყვანა, მერაბმა თავისი ფეხით გამაცილა აეროპორტში, ორივეს გვეგონა მალე დავბრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ ორი წელი ვეღარ დავბრუნდი და დავშორდით. თავიდან ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, მაგრამ როცა გაიგო დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, გაბრაზდა და დამშორდა.

- როდის შერიგდით?
- კვიპროსში იქაურ ბიჭზე დავინიშნე, ნიშნობის ფოტოები ფეისბუქზე გამოვაქვეყნე, მერაბმა ეს რომ ნახა, ჩამოვიდა, შევრიგდით და დავქორწინდით.

- საქმროს რა უთხარით?
- საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, მერაბი მიყვარს და უნდა დავშორდეთ-მეთქი. ის ძალიან მძიმედ შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მასზე გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა.

- როგორც ვიცი მშობლები თქვენი დაოჯახების წინააღმდეგები იყვნენ...
- კი, არც ჩემს მშობლებს უნდოდათ
იეზიდი სიძე და არც მერაბის მშობლებს - ქართველი რძალი. როცა ნიშნობა ჩავშალე და საქართველოში მერაბთან ერთად წამოვედი, დედა ძალიან გამიბრაზდა, არ მელაპარაკებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ვიქორწინეთ და მშობლებიც შეგვირიგდნენ.

- სარწმუნოება შეიცვალეთ?
- არა, რას ამბობთ. მერაბიც ქრისტიანია და მეც, ეკლესიაშიც დავდივართ.

- როგორც ვიცი მოდელი ხართ და "მის საქართველოზეც" მიიღეთ მონაწილეობა, თუმცა არ გაგიმართლათ, რატომ?
- "მის საქართველოში" 2010 წელს მივიღე მონაწილეობა, თუმცა ეს კონკურსი ჩემთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ წელს ძალიან მიფუჩეჩებულად იყო ორგანიზებული სილამაზის კონკურსი.

- მერაბის სცენაზე გამოჩენამ, სოფო ნიჟარაძე აღაფრთოვანა, ხომ არ ეჭვიანობთ სოფოზე?
- სოფო ლამაზი ქალია და ვფიქრობ მერაბსაც მოეწონებოდა. მესიამოვნა ჩემი ქმარი რომ მოეწონა. თავი რომ დაარტყა მერაბმა რეპეტიციაზე, სოფომ წაიყვანა საავადმყოფოში. ყურადღებიანი გოგოა სოფო და მასზე ნამდვილად არ ვეჭვიანობ.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
dle
loading...
12-05-2017, 15:58
-
---
კომენტარები