Image

შოკისმომგვრელი შემთხვევა - ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (6 ფოტო)

image
loading...

შოკისმომგვრელი შემთხვევა - ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (6 ფოტო)


შოტლანდიელი წყვილის, ჯორჯიანა პორტეუსისა და სიდ ინესის ქორწილში ყველაფერი იყო: თეთრი კაბა, საქორწინო ბეჭედი, სასიამოვნო მუსიკა, ბარბექიუ წვეულება, კარგი ხარისხის ღვინო და სტუმრები, თუმცა ეს ყველაფერი 1 გირვანქა სტერლინგი, ანუ 2,58 ლარი დაჯდა.

ქორწილს 70 სტუმარი ესწრებოდა. ცერემონია წყვილის კოტეჯში გაიმართა. კოტეჯი პატარძლის მეგობრებმა სადღესასწაულოდ ფარნებით, მინდვრის ყვავილებითა და ბაფთებით მორთეს. პატარძალს 1960 წელს შეკერილი კაბა ეცვა. მან საქორწილო კაბა ადგილობრივი ვებსაიტიდან გამოიწერა - ვებგვერდზე ადგილობრივები იმ ნივთების ნუსხას აქვეყნებენ, რომელიც აღარ სჭირდებათ; მსურველი მითითებულ მისამართზე რეკავს და ნივთი სახლში მიაქვს.

ჯორჯიანას დედა ეკლესიის მრევლის წარმომადგენელია და შესაბამისად, ჯვრისწერაც უფასოდ გაიმართა. საქორწილო ბეჭდები ირმის რქისგან სიძემ დაამზადა. ფოტოგრაფი წყვილის მეგობარია და შესაბამისად, სრულიად უანგაროდ იმუშავა. სტუმრებმა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინეს და წვეულებაზე კერძები და ტკბილეული სახლიდან მიიტანეს. გემრიელი საქორწილო ტორტი პატარძლის დეიდამ გამოაცხო. სტუმრები მთელი ღამე ცეკვავდნენ და ერთობოდნენ.

"მე მსახიობი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკოსია. ხელოვანი წყვილი ვართ, რომლებიც ცხოვრებას ისეთს ვიღებთ, როგორიც არის. მართალია არც მდიდრული კაბა მეცვა და ვერც შთამბეჭდავი ქორწილით დავიკვეხნი, მაგრამ ბედნიერი ვარ და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე 70 ძვირფას ადამიანთან ერთად გავატარე", - ამბობს პატარძალი.

ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (ფოტოები)

ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (ფოტოები)

ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (ფოტოები)

ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (ფოტოები)

ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (ფოტოები)

ქორწილი, რომელიც 2,58 ლარი დაჯდა (ფოტოები)


მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით - წყარო - ambebi.ge dle
loading...
29-12-2016, 22:53
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები