Image

"ბევრი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს, ამიტომ პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ"

image
loading...

დედინაცვალი ყველა ზღაპარში მტერი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში.

როგორც ჯეჯელავა აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ბევრი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს, პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ.

“ზღაპრების წერა ავტორების საქმეა. მოვუწოდებ, უკეთესად წერონ და ისიც გაიაზრონ, რომ ამას ბავშვები კითხულობენ-პრინციპში, კარგი ავტორი კომბლეს ძველ ვერსიას ზუსტად ხუთ წუთში გაათანამედროვებდა, ბუნებრივია, უფრო კარგად, ვიდრე ეს მე სპონტანურად შევძელი.
ბავშვებს უკეთესი კომბლე და ნაცარქექია სჭირდებათ, დედინაცვალი ყველა ზღაპარში მტერი არ უნდა იყოს, რადგან დღეს უამრავი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს და პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ და არ ვაკითხოთ, რომ დედინაცვალი ბავშვების ელენთას ჭამს და მათ სახლიდან აგდებს. ეს ხომ ჩვეულებრივი ტრაგედიაა?!“, -აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.
dle
loading...
27-12-2016, 19:08
-
---
კომენტარები