Image

მორიგი სკანდალი: ვწერ ზაალ უდუმაშვილს, რომელიც P.S.-ის გუშინდელ ეთერს დიდი ხალისით უძღვებოდა – ირმა ინაშვილი

image
loading...

"პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის მიმართვა "რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს:

„ზაალ უდუმაშვილს ვწერ, რომელიც P.S.- ის გუშინდელ ეთერს დიდი ხალისით უძღვებოდა: ზალიკო, თითქმის ყველა ფრაგმენტი, რომელიც ამ სიუჟეტში გამოიყენეთ, უხსოვარი არქივიდანაა. თქვენ კი, ამტკიცებთ, რომ 2016 წლის კურიოზებს მოუყარეთ თავი.

1. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებთან (რომლებიც უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ) დაპირისპირება წელს კი არა, 2013 წელს მოხდა…

2. იორმუღანლოში 2015 წელს ვიცეკვე…

3. გადაცემები „ობიექტივზე” მიმყავდა 2013 წლამდე. თემის შერჩევაში არავის შეუზღუდივარ. გადაცემების დიდ ნაწილში სააკაშვილის რეჟიმს ვამხელდი, რომელსაც შენ „აპრავებდი”, მაგრამ საქართველოს გმირებისა თუ მოღალატეების ისტორიასაც ვაცნობდი მაყურებელს. ჩემი გადაცემების თემატიკა ხან პოეზიასთან იყო კავშირში, ხან პროზასთან, ხან მეცნიერებასთან და ხან რელიგიასთან. ხან სიყვარულის არსის ახსნასთან და ხან… უბრალო ადამიანების აღმოჩენასთან.

4. ყველა ვიდეო, რომელიც P.S.- ის გუშინდელ გადაცემაში თითქოსდა ინტერნეტიდან ამოკრიფეთ, ისევ თქვენი დამონტაჟებულია და ისევ თქვენი ატვირთულია სხვადასხვა… თქვენსავე დაარსებულ და დაფინანსებულ ინტერნეტსაიტებზე, რომ (მოგვიანებით) სწორედ ამ საიტებს დაეყრდნოთ და თითი ინტერნეტისკენ გაიშვიროთ,- ჩვენ რა შუაში ვართ?! ზალიკო, ინტერნეტში რასაც ნახავ, რამდენ დამონტაჟებულ მარაზმსაც ნახავ, ყველაფერს „რუსთავი 2″-ით აჩვენებ?! ამას წინათ ინტერნეტში მეც შემხვდა ერთი სახალისო ვიდეო. შენ და ნიკა გვარამია ღამის ქოთნებზე ისხედით და ტკბილად მუსაიფობდით. ეტყობა, მორიგჯერ გეგმავდით, როგორ მოგვაყენოთ შეურაცხყოფა მე და დათო თარხან-მოურავს. ახლა რა გავაკეთო, ამ ვიდეოს რომანტიკული მელოდია დავადო და ჩემს ძველ კოლეგებს, „ობიექტივის” ჟურნალისტებს ვთხოვო, რომ საახალწლო კურიოზებში გაუშვან?! ეს ხომ უზნეობაზე უზნეობით გაცემული პასუხი იქნება.

5. თმენის ვალდებულება ყველაზე მძაფრ, მწვავე კრიტიკაზე მაქვს. პირად შეურაცხყოფასა და ღირსების შელახვაზე- არა. ცუდია, რომ ეს არ გესმის.

6. ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება, რაც რევოლუციამდე ვალერი ასათიანს გაუკეთეთ. უდანაშაულო ადამიანი მორალურად გაანადგურეთ. იმის მერეც განაგრძობთ თქვენთვის სახიფათო ოპონენტების განადგურებას. ამას ხან საგამოძიებო ფილმებით აკეთებთ და ხან ვითომ იუმორისტული გადაცემებით. ერთი რამე კი უნდა იცოდე, ჩემო ზალიკო, მე არასასურველი და თქვენი „ბოსებისთვის” სახიფათო ოპონენტი ეტყობა ნამდვილად ვარ, მაგრამ ის ობიექტი არა ვარ, შენ და ნიკა გვარამია… ან თქვენი „ბოსები” რომ მოერევით.

7. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ”, – წერს ირმა ინაშვილი
dle
loading...
26-12-2016, 20:10
-
---
კომენტარები


Загрузка...
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები