საზოგადოება "დიდი გამყინვარების" მოლოდინში – როგორი ზამთარი გვექნება რეალურად

საზოგადოება
loading...

"ევროპელი სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ 2016-2017 წლის ზამთარი

ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება," - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უცხოურ სააგენტოებზე დაყრდნობით, ჩვენმა საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს.

ამასთან, საქართველოშიც ადრე აცივდა, - ნოემბრისთვის უჩვეულოდ ცივა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში დედაქალაქში -10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

დეტალებში გასარკვევად, თუ რეალურად როგორი ზამთარი გველის, გავესაუბრეთ რამაზ ჭითანავას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს:

"რაიმე ანომალურ შემთხვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ანუ რაღაც განსაკუთრებულ ზამთართან, სხვა დროს რომ არ ყოფილა და ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის... ახლანდელი აცივება ციმბირის ანტიციკლონმა გამოიწვია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აღმოსავლეთის მიმართულებიდან დაიწყო და აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად აცივდა. შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ტემპერატურათა სხვაობა გაჩნდა, რამაც დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი წარმოქმნა, რაც გრიგალის სახით გამოიხატა (32 მ/წმ ეს ქარის საკმაოდ მაღალი სიჩქარეა). თან, ხანგრძლივი იყო და გარკვეული ზარალიც გამოიწვია. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გამოდარებაა მოსალოდნელი, ნალექს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ველოდებით," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა წელს რეალურად უმკაცრესი ზამთარი, ასე პასუხობს: "ამისთვის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი ქვეყანა ვართ, გვაქვს ურთიერთობა მსოფლიოს ამინდის პროგნოზის მოწინავე ცენტრებთან, საიდანაც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ წელს ანომალური ზამთარია მოსალოდნელი.

ამინდის გრძელვადიან პროგნოზებთან დაკავშირებით სწორედ ახლა იტალიაში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის საერთაშორისო ღონისძიება ტარდება, სადაც ჩვენი წარმომადგენელი, გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე იმყოფება. მისი ინფორმაციით, დედამიწის მასშტაბით რა გრძელვადიანი პროგნოზიც გაკეთდა, იქიდან გამომდინარე, დეკემბერში, ჩვენს ტერიტორიაზე და საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში ნორმაზე თბილ ზამთარს ელოდებიან. რაც იმას ნიშნავს, რომ დეკემბერი იქნება შედარებით თბილი. თუმცა შემდეგი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს," - ამბობს ბატონი რამაზი.

- აბა, ბოლო ასწლეულის განმავლობაში წელს ყველაზე ცივი ზამთრის შესახებ რის საფუძველზე დაანონსდა?
- არსებობს ატმოსფეროს ცირკულაციის გამოთვლის სხვადასხვა მოდელი, რომელსაც მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფები ითვლიან. რის საფუძველზეც, გარკვეულ შედეგებს იღებენ. თუ გახსოვთ, სწორედ მაგ გათვლებით იყო დაანონსებული, რომ წლევანდელი ზაფხული ანომალურად ცხელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერი მსგავსი მომხდარა. საქართველოში ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო და საერთოდ, რაც უფრო გრძელვადიანია პროგნოზი, მით არასწორია. ეს გინდაც ამერიკაში იყოს გაკეთებული და გინდაც, იაპონიაში, გამართლების დაბალი პროცენტი არსებობს. მით უფრო, რომ სინოპტიკური პროგნოზის დეპარტამენტები უმკაცრეს ზამთარზე არაფერს ამბობენ.

წყარო: ambebi.ge
dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - ---    25.12.2016

Загрузка...



      სარეკლამო სივრცე       
Загрузка...
2016 © LoLo.Ge ყველა უფლება დაცულია.