Image

„15 თეთრი მაკლდება და ამოიღეო....მოხუც ბებოს თვალები დაუცრემლიანდა“ - შემთხვევა თბილისში, რომელიც აგატირებთ...

image
Загрузка...

„ამ მოხუც ბებოში ჩემი გამზრდელი ბებო დავინახე და კიდე უარესად დავიწყე ბღავილი“ - წერს სოციალურ ქსელში ფბ. მომხმარებელი ნინო ჩადუნელი და შემდეგ ისტორიას აქვეყნებს.
ნინო ჩადუნელი: „რიგში დახლთან მოხუცი ბებო იდგა და მომსახურე ქალბატონს სალათის აწონვას სთხოვდა, ერთი უკვე ჰქონდა ნაყიდი, - ბებო მაგაზე 15 თეთრი მაკლდება და ამოიღეო. წინაზეც 5 თეთრი დაგაკლდაო - უპასუხეს, ლამის მოვკვდი ადგილზე, ძალიან გთხოვთ მე დავამატებ არ არის პრობლემა-თქო.ბებოს მუვუბრუნდი და ვუთხარი - რაც გინდა აიღე მე გადავიხდი- თქო, იუარა. მარხვაზე ხარ ბებო? არა შვილოო, მაშინ ერთი ხაჭაპური ჩემზე იყოს, დაჟინებით მოვითხოვე და სულ ძალით შევაჩეჩე ხელში, იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, თვალები დაუცრემლიანდა და მადლობებით გავიდა გარეთ. მომსახურე პერსონალი გაშეშებული დარჩა, კითხვაზე ეს რა თევზია, რამდენიმე წამი პასუხი ვერ მივიღე, სახეში მიყურებდნენ და ხმას ვერ იღებდნენ. ცოტა ხანში გონს მოვიდნენ და ჩემი შეკვეთა მომაწოდეს, გადავიხადე, იქვე დავჯექი და თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს თავისით დენა, როგორ შეიძლება საქართველოში ვინმეს საჭმელზე აკლდებოდეს ფული, მოხუც ბებოში ჩემი გამზრდელი ბებო დავინახე და კიდე უარესად დავიწყე ბღავილი. წამოსვლისას კაფეში ფული დავტოვე და დავაბარე, ეგ ბებო აქ რომ შემოვა რასაც ითხოვს მიეცით და ფული არ გამოართვათ თქო.“
dle
loading...
24-12-2016, 22:08
-
---
კომენტარები
რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები