Image

შოკისმომგვრელი ინფორმაცია - სელფის გადაღებამ 17 წლის გოგონა იმსხვერპლა

image
loading...

17 წლის ულამაზეს სოფლელ გოგონას ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, რომ თავისი პლანშეტი iPad სულ მუდამ გვერდით ჰქონოდა.სავარაუდოდ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

გოგონა სახელად კატია შელკოვის რაიონიდან იყო, იგი ნათესავებს ეწვია დედაქალაქში, იმისთვის, რომ ებანავა.
ორშაბათს დილით 11 საათზე და 30 წუთზე ონეჟსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მოულოდნელად შუქი ჩაქრა.

ცოტა ხანში გოგონას დედა შეშფოთდა, ქალიშვილი აბაზანიდან არ ეხმაურებოდა და არც შუქს ანთებდა. დედამ შეაღო აბაზანის კარი და იქ აღმოაჩინა გარდაცვლილი შვილი.
გამოძიება თვლის, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ჩინური წარმოების პლანშეტი გახდა.გოგონა ბანაობდა და თან პლანშეტი დასატენად ჰქონდა შეერთებული.სავარაუდოდ სიკვდილის მომენტში იგი სელფს იღებდა.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ.იგივე რუსეთში 2013 წელს ანალოგიურად გარდაიცვალა მოზარდი ახალ ურონგოეში.

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა პლანშეტის დამამზადებელ ქვეყანაში ჩინეთში.
მაგალითად, იგივე აბაზანაში ანალოგიურად ძაბვის ქვეშ შეერთებული პლანშეტით გარდაიცვალა 23 წლის გოგონა.
ამ ფაქტების გამო ჩინურ პრესაში მოზარდებს უხსნიდნენ თუ რატომ არ შეიძლება პლანშეტის შეტანა აბაზანაში ბანაობის დროს.

თვითონ პლანშეტი და მისი დამტენი უსაფრთხოა, თუმცა, როდესაც მფლობელი დამაგრძელებლის მეშვეობით აერთებს დამტენს სველ წერტილში, ეს უკვე სიცოცხლისთვის საშიშია, პატარა მოკლე ჩართვამაც კი შესაძლოა ფატალური შედეგი მოიტანოს. dle
loading...
23-12-2016, 19:19
-
---
კომენტარები


რეკლამა
loading...
უცნაური ამბები