Image

სასწრაფოდ!!! ყველას საყურადღებოდ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს! - გააზიარეთ რათა ყველამ გაიგოს!

image
loading...

ლარის, დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია როგორც ქვეყანაში, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის პირად საქმეებში. ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი-ექსპერტი დავით ზარდიაშვილი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხალხს მოუწოდებს გააზიარონ, რათა ვეღარ ისარგებლონ არსებითი რთული ვითარებით ბანკებმა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კურსით 1$- 2.5984 ლარს უდრის.

ტექსტს უცვლელად შემოგთავაზებთ.

"გააზიარეთ ხალხმა გაიგოს!


ზარდიაშვილი დავითი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში შავით თეთრზე წერია:


"მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას
+
თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის."


ეს ნიშნავს, რომ ბანკი, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა!
არგუმენტი, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში დოლარი უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი. ე.ი. მნიშვნელობა არა აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო!


ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, რომც დოლარი მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა!


სამართალი უხეშად ირღვევა, როცა ბანკებს დოლარში (ან სხვა უცხოურ ვალუტაში) ვალი მიაქვთ არა იმ კურსით, რითაც გაასესხეს, არამედ ვალის გადახდის დროს გაზრდილი კურსით!


მნიშვნელობა არა აქვს, რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში, რადგან ყველა გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია!


რატომ არ ვიღებთ ხმას? როდემდე უნდა გვატყავონ ბანკებმა?
და ერთიც: ეს ნორმა რომ სრულდებოდეს, ბანკები თავს შეიკავებდნენ უცხოური ვალუტის გასესხებისაგან და ეკონომიკაში დოლარიზაციის კატასტროფული დონე მკვეთრად შემცირდებოდა! ასევე, ლარიც გამყარდებოდა ასეთ შემთხვევაში. ლარის კურსის დაცემას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ეკონომიკის დოლარიზაცია, დოლარიზაციას კი სესხების გაცემა დოლარზე. დოლარზე მოთხოვნა იმის პროპორციულად იზრდება, თუ რა წილი აქვს მთლიანი სესხების მოცულობაში დოლარზე გაცემულ სესხებს!


ბანკები, რომლებიც დოლარიზაციაზე მუშაობენ, ძირს უთხრიან ეროვნულ ვალუტას და განუხრელად აგდებენ მის კურსს! ანუ: ბანკები ფულს შოულობენ ლარის გაუფასურებით!


ბანკების ასეთ ანტი-ეროვნულ, ანტი-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას მთავრობა ვერაფერს უპირისპირებს. ძალა ხალხშია!


მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ ბანკების ანტი-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ!


მოვითხოვოთ ლარის კურსის დაცემის გამო ბანკების მიერ მოვალეებისაგან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება! სამართალი და კანონი ჩვენს მხარეზეა!"- აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი- დავით ზარდიაშვილი. dle
loading...
22-12-2016, 18:35
-
---
კომენტარები