მესამე მსოფლიო ომის საფრთხე - რა ელის რუსეთს? ეს მართლაც რომ შოკიაა...

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე - რა ელის რუსეთს? ეს მართლაც რომ შოკიაა...
Загрузка...

სულ რამდენიმე დღის წინ შედგა ტელეკომპანია BBC-ს ფილმის "მესამე მსოფლიო ომი: სამართავი პუნქტის შიგნით"(World War Three: Inside the War Room) პრემიერა.

ფილმი მესამე მსოფლიო ომის შესაძლო სცენარს აღწერს. რუსეთსა და NATO-ს შორის დაპირისპირება კი ლატვიის ერთ-ერთ ქალაქზე თავდასხმით იწყება.

მართალია, ფილმს კრემლში "უხარისხო პროდუქცია" უწოდეს, მაგრამ მსოფლიო მედია უკვე აქტიურად განიხილავს მოსალოდნელ საფრთხეს, რომელშიც შეიძლება ყველა აღმოჩნდეს ჩათრეული. საფრთხის რეალურობაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და ექსპერტებიც.

ამ თემაზე presa.ge-ს შეკითხვებს პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ უპასუხა.

- ბატონო თორნიკე, ბოლო პერიოდში ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ არსებობს "მესამე მსოფლიო ომის" საფრთხე, რადგან რუსთისა და ჩინეთის გაძლიერება და აგრესიული საგარეო პოლიტიკა გამოიწვევს მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნების დაპირისპირებას. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალური შეიძლება გახდეს ეს მოსაზრება?

- ჩინეთი არაფერ შუაშია, ის ომს არავისთან აპირებს. მის ინტერესებში ეს არ შედის. ერთადერთი ადამიანი ვისაც შეიძლება ასეთი იდეა თავში მოუვიდეს, რუსეთიის მმართველია. თავში მოუვიდეს იმიტომ, რომ მისი ქვეყანა აგონიაშია. აგონიისას კი ცდილობ ეს პროცესში შეაჩერო და ამიტომ შეიძლება დაიწყო ომი. ყველაზე რეალისტური ომის დაწყების სცენარი ახლა არის შეტაკება რუსეთსა და თურქეთს შორის სირიის ტერიტორიაზე. თუ კი ეს მაშტაბურ, ნამდვილი ომის ხასიათს მიიღებს, ბუნებრივია, საქმეში ჩაერთვება NATO და ამ სიტუაციაში არ არის გამორიცხული რუსებმა დაარტყან ლატვიას. რადგან ბალტიისპირეთიდან ლატვია ყველაზე ადვილად მისაწვდომია და მართლაც შეიძლება მივიღოთ "მესამე მსოფლიო ომი", რომელსაც წააგებს რუსეთი და ის განწირულია ამისთვის, მაგრამ დააზარალებს სხვებსაც. ძალიან კარგი ქართული ანდაზაა ამაზე "ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვა არ აჭმევსო."

- ეს პროცესში ჩვენი მდებარეობის გამო შეეხება საქართველოსაც?

- სამწუხაროდ,ეს არ არის გამორიცხული. თუმცა, ისევდაისევ რუსეთი ეცდება NATO-ზე შურისძიებას და დაარტყამს ბალტიისპირეთსა და იმ რესპუბლიკებს, რომლებიც შედარებით დაუცველები არიან, რათა დაანახოს მათ რომ ალიანსი არ მუშაობს და მათ ვერ იცავს. NATO კი მათ, რა თქმა უნდა, დაიცავს და მივიღებთ სა~რულმასშტაბიან ომს, რომელშიც რუსეთი დამარცხდება. ეს რეალურად არავის ინტერესებში არ შედის და თუ აქამდე მივლენ ეს რუსების ბრალი იქნება, სხვა არავისი.

- არსებობს მოსაზრება, რომ სირიაში საჰაერო ოპერაცია, რომელიც ბოლო ათწლეულში რუსეთის უმსხვილესი სამხედრო ოპერაციაა პოსტ-საბჭოთა სივრცის მიღმა, ემსახურება ქვეყნის სამხედრო პოტენციალისა და მზაობის წარმოჩენას, შეიძლება ვიმსჯელოთ ამ კონტექსტში?

- რა თქმა უნდა, როცა არ ხარ ისეთი ძლიერი, როგორიც შენი მოწინააღმდეგე და რუსები თავის მოწინააღმდეგედ NATO-სა და ამერიკას თვლიან, მაშინ უნდა დაანახო ყველას, რომ შეიძლება ძალიან დიდი ძალა არ გაქვს, მაგრამ მზად ხარ რომ ეს ძალა ნებისმიერ მომენტში გამოიყენო და მას გამოიყენებ. ეს მოსაზრება აბსოლუტურად სწორია. რუსეთი ყველას ანახებს რომ მას შეუძლია ყველგან და ყველასთან ომი. ამით მისი ძალის დემონსტრირება ხდება.

dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - ---    20.12.2016

Загрузка...



      სარეკლამო სივრცე       
Загрузка...
2016 © LoLo.Ge ყველა უფლება დაცულია.