ვალების გამო დატრიალებული ტრაგედია თბილისში - რა წერილი დაუტოვა ბანკს 44 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობამდე

ვალების გამო დატრიალებული ტრაგედია თბილისში - რა წერილი დაუტოვა ბანკს 44 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობამდე
loading...

44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა გასულ კვირას სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა. ორი შვილის მამამ ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო, მანქანაში კი წერილი დატოვა. წერილში ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა.

"პატივცემულო "რესპუბლიკა ბანკის" წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩემს მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი... თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის",- წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსრუაშვილმა ბანკს მისწერა.

Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ბიძაშვილი შალვა ხოსრუაშვილი ესაუბრა:

- უთქმელი კაცი იყო, არ ლაპარაკობდა თავის პრობლემებზე. თურმე ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და ამის შესახებ ერთი თვის წინ მითხრა. რაც შემეძლო ვეხმარებოდი. მაღაზია ჰქონდა სანზონაში, სადაც საგადასახადო შევიდა და 60 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ჯარიმების გარკვეული ნაწილი ჩამოაჭრეს, სესხი აიღო ბანკიდან, მაგრამ გადახდა ვეღარ მოახერხა. მიკროსაფინანსოს ვალებიც ჰქონდა, დოლარი რომ გაძვირდა ას დოლარზე ასი ლარით ზედმეტის გადახდა უწევდა, ადგა და თავი მოიკლა. ვეღარ გაუძლო პრობლემებს. ორი შვილი ობლად დატოვა 77 წლის მამასთან, საიდან უნდა არჩინოს ამ კაცმა ბავშვები. ცოლი ემიგრაციაში ჰყავს, სადაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

- როდის მოიკლა თავი?
- ბოლოს 6 დეკემბერს ველაპარაკე, 7 დეკემბერს ტელეფონი გამორთო, 6 დღე ვეძებდით, პოლიციაც გვეხმარებოდა, მანქანა ეზოში ჰყავდა დატოვებული... მამამისმა გადაწყვიტა ავტოფარეხში შეეყვანა ავტომობილი და როცა შევიდა იქ ნახა გარდაცვლილი, თავი ჩამოიხრჩო. მანქანაში წინა სავარძელზე წერილი

არძელზე წერილი ჰქონდა დატოვებული, სადაც ბანკს სთხოვს მისი შვილები სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს. ვერ ვეუბნებით მამამისს, ეს სახლიც დაკარგულია უკვე, ვცდილობთ ბანკთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება, ოჯახი ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩეს, მამამისმა თუ გაიგო სახლის ამბავი, ალბათ თვითონაც იგივეს გააკეთებს. ფაქტობრივად, მშიერი დარჩა მთელი ოჯახი, ლუკმა-პურის გარეშე, განადგურდა ყველა, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა პირობებმა ამ მდგომარებამდე მიგვიყვანა. ერთი შვილი აბიტურიენტი ჰყავს, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას არ ვიცი. ვისაც შეუძლია ყველას ვთხოვთ, ჩვენი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანოს და არ გაწიროს ოჯახი ქუჩაში დარჩენისთვის.

წყარო: ambebi.ge
dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - ---    20.12.2016

loading...



      სარეკლამო სივრცე       


loading...
2016 © LoLo.Ge ყველა უფლება დაცულია.