Image

ნინი ბადურაშვილი: "ბინა დამაცლევინეს და დავრჩი უბინაოდ... ძალიან რთულია"

image
loading...

ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პეტიცია სახელწოდებით - "გათავისუფლდეს პატიმრობიდან მაია რჩეულიშვილი", რამაც მისი ერთ-ერთი გამომწერის პროტესტი გამოიწვია.

"ნინი 100 მაცხოვრებელი, მათ შორის ჩემი ოჯახი, სახლ-კარის გარეშე რომ დატოვა ეგ არაფერი ? ზოგიერთს შვილი ჰყავს ინვალიდი და ქუჩაში ცხოვრობს ამ ადამიანის გამო ამაზე თვალს რატომ ხუჭავთ?" - მიმართა მიმდევარმა.

ხოლო მომღერალმა უპასუხა, რომ მან თავის თავზე გამოსცადა მსგავსი ფაქტი.

"მე 2013 წელს ორსულს ბინა დამაცლევინეს და დავრჩი უბინაოდ. კიდევ კარგი მცხეთაში აგარაკი გვაქვს, თორემ მეც ჰაერში ვრჩებოდი. ახლაც სხვის სახლში ვარ დროებით, ჩემი სახლი დგას იგივე მდგომარეობაში, ხოლო მშენებელი მუდამ იტყუება... კიდევ რომ დაიჭირონ, რა აზრი ექნება? ასე მაინც იმედი გვაქვს, რომ ოდესღაც მოახერხებს... შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ძალიან რთულია", - წერს ნინი ბადურაშვილი.

dle
Загрузка...
loading...
19-12-2016, 10:21
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები