Image

ეს უნდა იცოდეთ!! ჰილარი კლინტონის ელექტრონული შეტყობინება, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს

image
loading...

ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს.ამერიკული მედია ავრცელებს ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის მისი თანაშემწის სიდნი ბლუმენტალის მიერ გაგზავნილ წერილებს, რომელიც 2012 წლით თარიღდება.
ერთ-ერთ ელექტრონულ შეტყობინებას ის თან ურთავს ბიძინა ივანიშვილის წერილს.
მიმოწერების მიხედვით, სიდნი ბლუმენტალი საიდუმლო ლობირებას უწევდა ქართველ მილიარდერ პოლიტიკოსს, რომელსაც ახლო კავშირები ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, რითაც, როგორც ჟურნალისტი წერს, ირღვეოდა ფედერალური კანონი.
გავრცელებული ცნობით, ბლუმენტალმა კლინტონისთვის მოამზადა ოფიციალური წერილი, სადაც საქართველოს 2012 წლის არჩევნების შესახებ იყო საუბარი. ბლუმენტალი ამბობდა, რომ საქართველო შესაძლოა, გამხდარიყო პოტენციური ცხელი რეგიონი აშშ-ის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, თუ სააკაშვილი გადაწყვეტდა რუსეთთან დაძაბულობის გამოწვევას.
სტატიაში ნახსენებია ჯონ კორნბლამიც, რომელიც საერთაშორისო ადვოკატი იყო და ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს გერმანიაში ელჩის თანამდებობას იკავებდა.
ჟურნალისტის თქმით, ბლუმენტალის მიმოწერებიდან ირკვევა, რომ კორნბლამი სააკაშვილის ოპოზოციური პარტია – “ქართული ოცნებისთვის” მუშაობდა. კორნბლამმა ბლუმენტალის ხელით კლინტონს გაუგზავნა წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი დახმარებას ითხოვდა. “კორნბლამი და ბლუმენტალი ჩართული იყვნენ უცხოელი პოლიტიკოსის ლობირების საქმეში, ამისათვის კი კანონის მიხედვით, ისინი იუსტიციის დეპარტამენტში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს. კანონის მიხედვით ნათელია, რომ ეს არ იყო ნებადართული, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კლინტონზე, მათ შესაძლოა, ეს არ გაითვალისწინეს”, – წერია Freebeacon.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

წყარო: http://www.timer.ge/
dle

აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
Загрузка...
loading...
12-11-2016, 09:12
-
---
კომენტარები


რეკლამა
Загрузка...
უცნაური ამბები