Image

ია სუხიტაშვილი მიშა მესხზე ალაპარაკდა - რა გახდა მათი დაშორების მიზეზი ყველასთვის შოკისმომრგვევია

image
loading...

მსახიობები მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ჭორი მათი დაშორების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა განქორწინების ფაქტი მაშინ არცერთმა არ დაადასტურა. უფრო მეტიც, მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე და თავშეყრის ადგილებში ხშირად ხედავდნენ ერთად.

"მიშა 5 თვე შვედეთში იყო წასული. გადაღებები ჰქონდა. თბილისში გუშინ ჩამოვიდა და არ მაქვს ინფორმაცია ერთად ცხოვრობენ თუ არა", - აღნიშნა მარი მესხმა.

მიშა მესხმა და ია სუხიტაშვილმა 2010 წელს ბათუმში ყველასგან მალულად დაიწერეს ჯვარი. როგორც მიშა ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა, წყვილი ერთმანეთს სტუდენტობიდან იცნობდა, თუმცა მათი სასიყვარულო ურთიერთობა ფილმის, "გასეირნება ყარაბაღში 2"-ის შემდეგ დაიწყო.

ასევე გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ია სუხიტაშვილთან, რომელიც ორშაბათს „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდება.

– ია, მას მერე რაც შენ და მიშა ერთმანეთს დაშორდით, ამ თემაზე არცერთს არ გისაუბრიათ, შეიძლება გკითხო რა მოხდა?
– არ ვარ მზად ამ მიზეზზე ვილაპარაკო. ახლა მგონია, რომ ჩვენი დაშორების მიზეზზე არასდროს ვილაპარაკებ.
– რთული იყო, ალბათ, განშორება…
– ადვილი არაფერი არ არის. არც ეს დაშორება, არც ჩემთვის და არც მისთვის. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი.
– 9 თვეა მარტო ხარ… როგორ ხარ?
– ახლა უკეთ. იყო ძალიან რთული პერიოდები, რომელიც მარტო მიშას არ ეხება. ბევრი სხვა პრობლემა დაერთო ერთმანეთს და რთულად გადავიტანე. კიდევ ერთხელ მივხვდი რა არის ჩემთვის თერაპია. ეს არის ჩემი საქმე.
– როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ფიქრობ იმაზე, რომ შენშიც ეძებო პრობლემა და არ დააბრალო მხოლოდ სხვას?
– ჩემი პრობლემა სწორედ ეგ არის, რომ მხოლოდ ჩემში ვეძებ მიზეზს. ბევრ რამეში საკუთარი თავი დამიდანაშაულებია და მერე მითქვამს, საკმარისია, ასეც არ არის, არ შეიძლება ყველაფერში შენ იყო დამნაშავე. ორი ადამიანის ურთიერთობაში მხოლოდ ერთი არასდროს არის დამნაშავე. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მიფიქრია კი, მაგრამ ვხვდები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ. dle
loading...
11-11-2016, 22:44
-
---
კომენტარები