12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - აი ასეთი დღე გელით ხვალ!

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - აი ასეთი დღე გელით ხვალ!
Загрузка...

ვერძი
გაუმხილეთ თქვენი სურვილები გარშემო მყოფებს. გამონახეთ დრო კულტურული ღონისძიებებისთვის. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, ინტელექტუალური თამაშები შესთავაზეთ.

კურო
საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დრო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. პირად ცხოვრებაში სიფრთხილე გმართებთ, პარტნიორი ეჭვიანია და არ გენდობათ.

ტყუპი
თუ თავს მოწყენილად გრძნობთ, შეეხმიანეთ მეგობრებს, გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
მხიარული და სასიხარულო დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. კარგი დღეა პიკნიკის მოსაწყობად.

ლომი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თუმცა, ნუ გაუმხელთ გარშემო მყოფებს გეგმებს, სანამ არ შეასრულებთ მათ.

ქალწული
პოზიტიური დღე გელით. ადვილად მოაგვარებთ სამსახურისა და საოჯახო საქმეებს. საღამოს ოჯახურ წვეულება მოაწყვეთ.

სასწორი
დღეს დასახულ ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება. საღამო შეხვედრებსა და პაემანს დაუთმეთ.

მორიელი
ამინდისა და განწყობის მიუხედავად შინ ნუ დარჩებით. საინტერესო შეხვედრები გელით. საღამო შინაურულ, მყუდრო გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
ნათესავებს საქმეების მოგვარებაში დაეხმარეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გემრიელობებით გაანებივრეთ ისინი.

თხის რქა
სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან და შვილებთან ერთად. დაეხმარეთ მათ სწავლაში, უსიამოვნებების მოგვარებაში.

მერწყული
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით. ახალი იდეები დაგებადებათ და ზოგიერთის განხორციელებას დღესვე შეძლებთ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლადაც.

თევზები
ნუ დარჩებით შინ. მეგობრები, ოჯახის წევრები აიყოლიეთ და პიკნიკზე გაემგზავრეთ, ან გასართობ ცენტრში წადით. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზი გელით. dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - ---    11.11.2016

Загрузка...



      სარეკლამო სივრცე       
Загрузка...
2016 © LoLo.Ge ყველა უფლება დაცულია.