საბრალო ბიჭი როგორ განიცდის :( "მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე !!!" - გიორგი ვარდოსანიძის გულისშემძვრელი ამბავი

საბრალო ბიჭი როგორ განიცდის :(
loading...

წერა არასოდეს მეხერხებოდა ყოველთვის მერჩივნა ჩემი გრძნობები სიტყვით გამომეხატა . არც ეხლა ვიცი იმის დაწერას თუ შევძლებ რაც ჩემში დაგროვდა ამ რამდენიმე დღეში ...
ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული ... ბოლო ბებია რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე ... არ დავიწყებ იმის მოყოლას რამხელა ამაგი და სიყვარული ქონდა ჩემს მიმართ ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ . სულ სხვა რამ მინდა ვთქვა თორემ ის რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია ეს ყველამ კარგად ვიცით .
მარიამობა დღემ გათენება დაიწყო და ჩემს ტელეფონზე სიტყვა " მამა " დაიწერა . მივხვდი ამ ზარს რა ინფორმაციაც მოჰყვებოდა და არ შევცდი . მამამ ტელეფონში მხოლოდ ერთი წინადადება წარმოსთქვა " ბებო აღარ არის " .
4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა ასე რომ უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო .
ბებო დამარცხდა ბრძოლაში .
ჩემს ძმას დაურეკე და სოფლის გზას დავადექით . დიდი დრო არ სჭირდება სოფელში ჩასვას თუმცა ეს ნახევარი საათი მინდოდა რომ საათებში გადაზრდილიყო მაგრამ ეზოს კართან ზუსტად ნახევარ საათში ვიდექით . მთელი გზა ჩუმად გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის რაც უნდა დაგვხვედროდა ..
სამი შვილი რომელიც ატირებული და ქაოტური იყო ასევე სხვა ოჯახის წევრები რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ . შევედი და სკამზე აცრემლებული დავჯექი . მაქსიმლურად ვცდილობდი არ მეტირა მაგრამ ეს არ გამომდიოდა როდესაც დედის და ბიძების სახეებს ვხედავდი .
ამ ქაოსსა და ტკივილში გახვეულს მთავარი ჭირისუფლი დამავიწყდა რომლიც მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო .. ეს პაპაჩემი იყო .. ადამიანი რომელმაც ამ ბებოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი კლასიდან სიყვარულში გაატარა .. ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა ..
მიუხედავად შვილების , უმრავი შვილიშვილების და შვილთაშვილების ის მაინც მარტო დარჩა .
ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა " მოღალატე ხარ ესე მარტო როგორ დამტოვე !!!
ესე მარტო როგორ დამყოვე "
იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა ...
ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად ვიდრე მეტკინა ...
თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა .. სიბერეში როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს , ნეტავ ჩემს გვერდით თუ იჯდება მოხუცი ქალი რომელიც ამ სიტყვებს ამ სიმართლით მეტყვის ან პირიქით მე თუ ვეტყვი მას ....
სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო ..
თუმცა ის ყველაზე ბედნიერია რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს ...
ბოდიში ალბათ ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ თუმცა ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო რომ ესეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის . გაუბრთხილდით ბებიებს და ბაბუებს" - წერს გიორგი ვარდოსანიძე თავის ფეისბუქ გვერძე dle


აიღე სესხი სახლიდან გაუსვლელად 10 წუთში, 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე...
loading...
კატეგორია - ---    11.11.2016

Загрузка...



      სარეკლამო სივრცე       
Загрузка...
2016 © LoLo.Ge ყველა უფლება დაცულია.