Image

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ როგორი დღე გელით ხვალ

image
loading...

ვერძი - კარგი დღეა პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. თუ პარტნიორის საჩუქრებმა და სიურპრიზებმა გული ვერ მოგილბოთ, მისგან საქმეების მოგვარებისას მხარდაჭერას და დახმარებას იგრძნობთ.

კურო
შეყვარებულებს სასიყვარულო მიმოწერა და რომანტიკული პაემანი ელით. დაქორწინებულებმა კი მეუღლეებთან ერთად უნდა მოაგვარონ შვილებთან და ბინასთან დაკავშირებული საკითხები.

ტყუპი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად; შემოქმედებითი და ორიგინალური იდეების განსახორციელებლად. ეცადეთ, გარშემო მყოფები საკუთარ საქმიანობაში არ ჩაახედოთ.

კირჩხიბი
სასურველის მისაღწევად ახალი შანსები გამოგიჩნდებათ. კარგი დღეა როგორც სამსახურის საქმეების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე პირადი ურთიერთობის მოსაგვარებლადაც.

ლომი
კარგი დღეა ახალი საქმიანობის დასაწყებად, პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. საყვარელ ადამიანს ან რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ, ან სიურპრიზი.

ქალწული
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მიმდინარე საკითხების განსახილველად. შეიძლება ახალ საქმეში ჩართვა, ბიზნესპარტნიორობა შემოგთავაზონ.

სასწორი
ნუ გადააბარებთ საკუთარ ვალდებულებებს გარშემო მყოფებს. ეცადეთ, ყველაფერი თავად მოაგვაროთ და გამარჯვებაც მარტო თქვენ დაგრჩებათ.

მორიელი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, იდეების განსახორციელებლად. მიმდინარე საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ.

მშვილდოსანი
გარშემო მყოფების დახმარებით საკუთარი საქმეების მოგვარება, დასრულება არ გაგიჭირდებათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს.

თხის რქა
მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. წინააღმდეგ შემთხვევაში გარშემო მყოფების უკმაყოფილებასა და მატერიალურ დანაკარგს ვერ ასცდებით. აგრეთვე, ნურავის გაუმხელთ საკუთარ იდეებსა და გეგმებს.

მერწყული
სამსახურის საქმეებსა დ პირად ცხოვრებაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევთ, მაგრამ აი, ფინანსურ სფეროში გაგიმართლებთ.

თევზები
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალდაბანდებებისთვის. აგრეთვე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

dle
loading...
10-11-2016, 20:52
-
---
კომენტარები